როგორ მოვამზადოთ მაწვნის წვნიანი ცივად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მაწვნის წვნიანი ცივად

 

მაწონი და გადადუღებული წყალი კარგად გადაურიეთ, დაამატეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი კამა და პიტნა, გახეხილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

 

გირჩევთ სცადოთ პიტნის ნაცვლად ბარამბოს გამოყენება. ბარამბოს (მელისა) ფოთლების გემო წარმოადგენს პიტნის და ლიმნის გემოს შეხამებას.

 

შეჭამადი უნდა მიირთვათ ცივად.

 

წვნიანი შეგიძლიათ გააფორმოთ კამის ტოტებით და გახეხილი კვერცხის გულით.