როგორ მოვამზადოთ მუხუდოს წვნიანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მუხუდოს წვნიანი

 

მუხუდო გადაარჩიეთ, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. სასურველია მუხუდო ჩაალბოთ წყალში ერთი ღამის განმავლობაში. მოხარშვის დროს მუხუდოს გამოუცვალეთ პირველი წყალი.

 

შემდეგ, ტაფაზე მოშუშეთ შებოლილი შაშხი ან წინასწარ მოხარშული ლორი, ხახვი, პრასი, ნიორი და მოაყარეთ ზაფრანა. აღნიშნულ ნაზავს დაამატეთ მუხუდოს წვენი და დადგით მოსახარშად დაბალ ცეცხლზე.

 

10 წუთში დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ჯავზი, კოწახური, დაფნა, წითელი დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

მუხუდოს წვნიანის თეფში შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი მწვანილით.