როგორ შევიცვალოთ ხმა Skype-ში - rogor.ge

როგორ შევიცვალოთ ხმა Skype-ში

 

პირველ რიგში საჭიროა გადმოვწეროთ პროგრამა Clownfish, პროგრამა სრუალიად უფასო და უსაფრთხოა. გადმოწერის შემდეგ ვიწყებთ პროგრამის დაყენებას (ინსტალაციას), სასურველია არაფერი შეცვალოთ და მიჰყვეთ: Next -> Next -> Install -> Next -> Finish. | გადმოსაწერი ბმული | ზომა: 614 KB |

 

პროგრამის დაყენების შემდეგ, მის გასაშვებად ვნახულობთ პატარა იარლიყს (თევზი) ამოცანების ველის (Taskbar) მარჯვენა კუთხეში, ვაკლიკებთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ: Voice Changer -> Voices -> Pitch (Baby) - ბავშვის ხმა, Voice Changer -> Voices -> Pitch (Helium) დაწვრილებული ხმა და სხვ. გარდა ხმის შეცვლისა პროგრამას გააჩნია სხვა მრავალი ფუნქცია.

 

შემდეგ შევდივართ Skype-ში და ვაჭერთ Allow Access (იმისათვის, რომ პროგრამამ შეძლოს მუშაობა). ამის შემდეგ ვურეკავთ კონტაქტს Echo / Sound Test Service და ვამოწმებთ სხვადასხვა ხმების ჟღერადობას. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეცვლილი ხმით დაურეკოთ მეგობრებს. ხმის შეცვლა შესაძლებელია საუბრის დროსაც.