როგორ დავაყენოთ WinRar არქივატორი - rogor.ge

როგორ დავაყენოთ WinRar არქივატორი

 

შებრძანდით ოფიციალურ საიტზე გადმოწერის გვერდზე, განყოფილებაში Localized WinRAR versions და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა.

 

გაუშვით გადმოწერილი საინსტალაციო ფაილი, მიუთითეთ ჩაწერის ადგილმდებარეობა (ცვლილების გარეშე ის C:\Program Files\WinRAR–ში ჩაიწერება) და დააჭირეთ ღილაკს Install.

 

მარცხნივ მიუთითეთ: ფაილთა "ფორმატები", რომლებიც ასოცირებული იქნება (ავტომატურად გაიხსნება) WinRAR-თან. მარჯვნივ ზევით მიუთითეთ: სადაც გსურთ, რომ განთავსდეს პროგრამის გასაშვები Shortcut-ები. მარჯვნივ ქვევით მიუთითეთ: ის ფუნქციები, რომლებიც ფაილზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება. (მაგ: Add to archive...). გააკეთეთ არჩევანი და დააჭირეთ ღილაკს OK.

 

დაყენებას (ინსტალაციას) ჭირდება სულ რამდენიმე წამი, რის შემდეგაც (სურვილის შემთხვევაში) გახსენით პროგრამა ღილაკით Start WinRar ან უბრალოდ დაადასტურეთ პროცესის დამთავრება ღილაკით Done.