როგორ გადავიღოთ საინტერესო ფოტოები - rogor.ge

როგორ გადავიღოთ საინტერესო ფოტოები

 

ემოციური ფონი იმისათვის, რომ ფოტო გამოვიდეს ხარისხიანი, ის უნდა გადმოსცემდეს მხედველობით კონკრეტულ გრძნობებს ნაკრებს. ზუსტად ამიტომ, წინასწარ უნდა გათვალოთ თითოეული კადრი, შეარჩიოთ ინდივიდუალური რაკურსი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ კომპოზიციის მნიშვნელობას. თუ ეს არის ქორწილი, ამ შემთხვევაში აქცენტის გაკეთება საჭიროა მიმიკებზე და ახალგაზრდების მოძრაოებებზე, ასევე ნათესავების გამოხედვეაზე - ასეთი სურათები აუცილებლად დაგეხმარებათ წლების შემდეგ ხელახლა განიცადოთ და ემოციურად გაიხსენოთ ეგ დღე და მომენტები. ბავშის დაბადების დღე - ემოციური ფოტოების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობა: დააფიქსირეთ ბავშვი გახარებული ან მოწყენილი სახე, კარგია თუ გადაიღებთ მას როცა ხსნის საჩუქარს (ებს) დააფიქსირეთ ასევე დედის დაღლილი მაგრამ ბედნიერი სახე და თვალები. ასეთი კადრების მისაღებად ხანდახან შეგიძლიათ სერიული გადაღების ფუნქციის გამოყენება, ის ავტომატურად შეასრულებს 60 ფოტოს გადაღებას წამში, ხოლო შემდეგ ყველაზე კარგები გადაარჩიეთ და შეიანახეთ.

 

ფოტოგადაღების ჟანრი ეს არის აუცილებელი პირობა კარგი სურათის გადასაღებად, ვინაიდან თითოეულ ჟანრს აქვს თავისი გარკვეული კანონზომიერებები და პრინციპები. შეგილით შეასრულოთ პორტრეტული, პეიზაჟური, რეპორტაჟული ან ჟანრული ფოტოსესია - ყველაფერი კი დამოკიდებულია გარემოებებსა და ხასიათზე.

 

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე განსაკუთრებულად საინტერესოდ გამოიყურებიან ფოტოსურათები, რომლებშიც სხვადასხვა დეტალებზეა გამახვილებული აქცენტები, შესაძლოა ეს დეტალები რეალურ ცხოვრებში სულაც არ არებობდნენ, სწორად გადაღებული სურათი მის მნახველს სულ სხვანა სამყაროდან აღაქმევინებს თავს და მასში აღბეჭდილ გარემოს. მაგალითისათვის, თუ ხალხის მასაში ყურადღება მიიპყრო რომელიმე კონკრეტულმა სახემ, შეგილიათ მისი გამოყოფა სიმკვეთრის გაზრდით, ხოლო დარჩენილი გამოსახულება იქნება გაგლესილივით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთ კარგი ფუნქცია სახელად Mis-focused ეს დაგეხმარებათ ფოკუსირების არა მთავარ ობიექტზე მოხდენაში, არამედ სხვა ადგილას, მაგ: არა სცენაზე, არამედ სცენის უკან ან გვერდზე არსებულ რამე ნივთსა ან ობიექტზე. ამ ხერით შეგიძლიათ გადაიღოთ ბავშვები რომლებიც უშვებენ საჰერო ქაფის ბუშტებს, ბავშვები შეიძლება გაგლესილად და ბუნდოვნად ჩანდნენ, მარამ აქცენტი იქნებ ქაფის ბუშტებზე.

 

ფერების შეხამება აუცილებელია ფონის შეხამება თვითონ გადაღების ობიექტთან. თუ უკანა ფონი იქნება ძალიან ნათელი და დეტალიზებული, შესაძლოა ადამიანი უბრალოდ დაიკარგოს. კარგია, როცა ფონი უბრალოდ ავსებს კადრს, და არ იქცევს მთავარ ყურადღებას. გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ დაეშვას მაშინ როცა ეს არის პეიზაჟური გადაღება.

 

საინტერესო ფოტოების შექმნა: ყველაზე ორიგინალური ადგილი გადაღებისათვის სათამაშო მოედნები (ბაღები) ასეთი ადგილებში ბლომად შეხვდებით სხვდასხვა საქანელებს, შეგიძლიათ მოძრაობაში გადაიღოთ კარგი კადრები. სადგური ან მეტრო ეს ადგილები მუდამ ხალხმრავალია, ამიტომ აუცილებელი იქნება ძალიან საინტერესოობიექტის პოვნა გადაღებისათვის. შეგიძლიათ მოძრაობაში მყოფი ტრანსპორტის გადაღება კარგი რაკურსით. სანაპირო ეს ადგილი არის არა მხოლოდ ლამაზი ობიექტი გადაღებისათვის, არამედ ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ შთამბეჭდავი ფოტო ტალღების, ქვიშის ან ქვების გადაღებით რომლებსაც ზღვა ან მდინარე ტალღებით რეცხავს. ავტომობილის სალონი მოძრავი ტრანსპორტის სალონიდან გარე სამყარო იღებს სულ სხვა იერს. ამიტომაც მანქანის სალონიდან გადაღებული კადრები გამოდის ძალიან ორიგინალური: ფანჯრებში მფრინვი პეიზაჟი, ღამის ქალაქის ქუჩები, ხალხის მასა ქუჩებში რომელსაც სადღაც მიეჩქარება.