სილამაზე და პირადი ჰიგიენა

თმის მოვლა

როგორ შევიღებოთ თმა სწორად

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თმის შეღებვის სურვილის გაჩენისთანავე მივდივართ მაღაზიაში, ვარჩევთ თმის საღებავს და ვიდებთ თავზე. ვიბანთ თავს და შედეგი კი შოკისმომგვრელია. ფერი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ველოდით? და თმაც გაფუჭებულია.
ნაცნობი სიტუაციაა?
თმის შეღებვისას რომ არ შეგვემთხვას მოულოდნელი სურპრიზები გამოვიყენოთ სპეციალისტების რჩევები.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ხარისხიანი საღებავი
  • დაბანის შემდგომი ბალზამი
  • თმის სამკურნალო ნიღაბი
  • გამათეთრებელი (გაღიავების მსურველებს მხოლოდ)

საფეხურები

  1. 1 აირჩიეთ ცნობილი ფირმების პროდუქცია. შეიძლება ის ღირს მეტი ვიდრე უცნობი ფირმის საღებავები, მაგრამ შედეგი ამად ღირს. იაფ პროდუქციას შეუძლია დაგვიწვავს თავის კანი, დაგვიზიანოს თმები და გამოიწვიოს ალერგია.
  2. 2 თუ თქვენ გიყვართ ექსპერიმენტების ჩატარება თქვენს გარეგნობაზე, არ არის აუცილებელი იყიდოთ მყარი საღებავი. თქვენ იდეალურად მოგიხდებათ ჩრდილოვანი ფერებიც. ისინი არა მხოლოდ არ ავნებენ თმებს არამედ კურნავენ კიდევაც, აძლიერებენ თმას და მატებენ ფერს. ამ სტილის საღებავების დახმარებით შეგიძლიათ ატაროთ ექსპერიმენტები და იფანტაზიოროთ რამდენიც გინდათ. ესეთი საღებავი 6-8 დაბანის შემდეგ შორდება თმას, რის შემდეგაც შეგიძლიათ გააგრძელოთ ექსპერიმენტები. თუ თქვენ დაგრჩათ ძველი ფერი, ჩრდილოვანი საღებავი დაგეხმარებათ მის აღდგენაში. მათ ჭაღარის შეღებვის ძალაც კი შესწევთ. ერთადერთი მინუსი: თუ თქვენ ხაღთ ბრუნეტი, მათი დახმარებით ვერ მიაღწევთ რადიკალურ გაღიავებას, ამიტომ უნდა გამოიყენოთ სხვა საღებავები.
  3. 3 თქვენი მიზანია ბრუნეტისგან გახდეთ ქერათმიანი? თქვენ დაგჭირდებათ გამათეთრებელი. გამათეთრებელი თმიდან ნაწილობრივ აქრობს პიგმენტებს, ამიტომ თმა იწყებს გაღიავებას ან გაუფერულებას. მათ იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თმის ფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. მაგრამ თუ მათ ზედმეტად გამოვიყენებთ, შეიძლება დაირღვეს თმის სისტემა. ამიტომ, არასდროს არ გააჩეროთ თმაზე იმ დროზე დიდხანს რაც მითითებულია ეტიკეტზე. შეიძლება მივმართოთ სხვა გზას. გავიღიავოთ არა მთლიანი თავი, არამედ გავიკეთოთ მელირება. ხშირ შემთხვევაში მელირებას სპეციალური ქუდით ან ფოლგით იკეთებენ. მაგრამ თუ თქვენ არ ხართ დახვეწილი სტილისტობაში არც გაბედოთ თქვენით გაიკეთოთ მელირება, უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალს.
  4. 4 თუ თქვენ ხართ მყარი საღებავების მოყვარული, თქვენი არჩევანი გააჩერეთ საღებავზე, რომელსაც ნაკლებად აქვს ამიაკი. თქვენ არ ინანებთ, რადგან შეღებვის პროცესი გამორჩეულად სასიამოვნო იქნება. არ შეგაწუხებთ მკვეთრი საღებავის სუნი და არც თავის კანის წვა.
  5. 5 არ დაგავიწყდეთ, რომ შეღებილ თმას ორმაგი მოვლა სჭირდება, ამიტომ ხშირად წაისვით ბალზამი და აგრეთვე სამკურნალო ნიღაბი, რომლის მომზადება თქვენითაც შეგიძლიათ.

გაფრთხილებები

  • ყოველთვის ბოლომდე შეასრულეთ ინსტრუქცია. და არავითარ შემთვევაში არ ჩაამატოთ მასში, თქვენი აზრით საჭირო ინგრედიენტები.
  • საღებავის წასმის შემდეგ არ დაიდოთ თავზე ცელოფანი! თმებმა უნდა ისუნთქონ. სხვა შემთხვევაში თქვენ დაიწვავთ თმის ძირებს და აგრეთვე თავის კანს. თავსაფარი საჭიროა, მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საღებავის ნაცვლად იყენებთ ხნას ან ბასმას. საღებავი უფრო ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და იანრჩუნებს უფრო კარგ ფერს.