როგორ გავაერთიანოთ (გადავაბათ) MP3 ფაილები - rogor.ge

როგორ გავაერთიანოთ (გადავაბათ) MP3 ფაილები

 

პირველ რიგში დაგვჭირდება ფაილების შემაერთებელი პროგრამა, ინტერნეტში ისინი საკმაოდ გავრცელებულია. მე გთავაზობთ მარტივ პროგრამას 101 MP3 Splitter & Joiner, რომლის ოფიციალური გვერდია, ხოლო ეს გადმოსაწერი ბმული | ზომა: 820 kb |

 

გადმოწერის შემდეგ ვაყენებთ (ვაინსტალირებთ) პროგრამას და ვხსნით მას. გადავდივართ დაფაზე - Join MP3 და ვაჭერთ ღილაკს Add File.

 

გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ სასურველი ფაილები. მათი დამატების შემდეგ თანმიმდევრობის შეცვლა შეგვიძლია ღილაკებით Up და Down.

 

მას შემდეგ რაც ფაილები და მათი თანმიმდევრობა შერჩეული იქნება, დააჭირეთ ღილაკს Join.

 

გაიხსნება ფანჯარა Save As..., მიუთითეთ ახალი ფაილის სახელი და დააჭირეთ ღილაკს Save. რის შემდეგაც დაიწყება არჩეული MP3 ფაილების გაერთიანება.

 

პროცესის დასრულების შემდეგ პროგრამა თავად შეგატყობინებთ მუშაობის შედეგს. რის შემდეგაც MP3 რამდენიმე ფაილის სანაცვლოდ. მიიღებთ ერთ სრულ Set–ს.

 

დატკბით მიღებული შედეგით.