როგორ მოვაშოროთ სისხლის ლაქა - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ სისხლის ლაქა

 

პირველად საჭიროა გავარკვიოთ ლაქა ახალია თუ ძველი. ამისათვის საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ. ახალი სისხლი უფრო ნოტიოა და ბევრად უფრო ღია ფერისაა, შესაბამისად ძველი ლაქა გამხმარი და გამუქებული (მოშინდისფრო) იქნება.

 

მაშინ, როცა ლაქა ჯერ კიდევ ახალია, მისი მოშორება ბევრად მარტივად შეიძლება, უბრალოდ ნაჭრის ცივ წყალში ჩალბობითა და სარეცხი საშუალების მეშვეობით.

 

ასევე გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი), რომლის ლაქაზე დასხმაც საჭიროა წვეთწვეთად, ხოლო სისხლის კვალის ქვეშ საჭიროა ბამბის დაფენა. 3 წუთი ლოდინის შემდეგ აიღეთ ახალი ბამბა, დაასველეთ წყალბადის ზეჟანგით და გაწმინდეთ ლაქა მისი საშუალებით.

 

იმ შემთხვევაში თუ ვერ ასწრებთ შემოთავაზებული მეთოდების გამოყენებას, ან ხელთ არ გაქვთ ამისთვის საჭირო საგნები, უბრალოდ წაუსვით სისხლიან ადგილზე ნერწყვი. ეს გაამარტივებს გახმობის შემდეგ ქსოვილიდან მის ამოყვანას.

 

თეთრ გადასაფარებელის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამიყენოთ სახეხი საშუალება (მაგ: დომესტოსი). ლაქა ცოტათი დაასველეთ და მოაყარეთ ფხვნილი, შემდეგ დაასველეთ ბამბა წყალში მოაყარეთ ცოტაოდენი სახეხი საშუალება და შეუდექით დარჩენილი ფერმკრთალი ლაქის გაგეხვას, პროცესის დროს რამდენჯერმე გამოცვალეთ ბამბის ნაჭერი.

 

თუ სისხლი თეთრ ნაჭერს შეახმა, მაშინ მისი მოშორება შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში კი მოგიწევთ სარეცხი საშუალებების გამოყენება (მაგ: ვანიში).

 

ხშირად დიასახლისები ლაქის ამოსაყვანად არც უბრალო საპნის საშუალებით ხეხვას თაკილობენ, მაგრამ ასეთ მეთოდს ზიანი მოაქვს თქვენი ხელებისათვის.

 

ფერადი ნაჭრის შემთხვევაში ასევე შეიძლება გამოვიყენოთ საჭმლის მარილის ხსნარი. მარილი უნდა განვაზავოთ ცივ წყალში, შემდეგ მოვათავსოთ მასში ნაჭერი ლაქის გაქრობამდე, ხოლო შემდეგ მაინც გვიწევს მისი გარეცხვა.