როგორ გავიუმჯობესოთ რეაქცია - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ რეაქცია

 

წითელი კვადრატი. თამაში, რომელიც ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობია, მაგრამ ცოტას გამოუყენებია იგი რეაქციის გასაუბჯობესებლად. თამაშის წესები: მოთამაშემ მაუსის მარცხენა ღილაკის საშუალებით უნდა შეძლოს წითელი კვადრატის გამოძრავება, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ის არ შეეხოს მოძრავ ფიგურებსა და კედლებს. ფიგურების სიჩქარე დროის მატებასთან ერთად იზრდება. თუ შეძლებთ წითელი კვადრატის დაცვას 18 წამის განმავლობაში - თქვენ გენიოსი ხართ. ამბობენ, რომ ამერიკის სამხედრო მფრინავები ამ თამაშში 2 წუთზე მეტ შედეგს აჩვენებენ. თამაშზე გადასასვლელი ბმული

 

ეს საიტი შექმნილია Counter Strike-ს მოთამაშეთა შესაძლებლობების განვითარებისთვის, მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზნებისთვის შეგიძლიათ მისი გამოყენება. ვარჯიში იყოფა 3 კატეგორიად: სიზუსტე, სიჩქარე, რეაქცია. თითოეული კატეგორია შეიცავს რამდენიმე სახის სავარჯიშოს. რეკომენდირებულია ყველა მათგანის თანმიმდევრულად გავლა. საიტზე არის წარმოდგენილი საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი, გისურვებთ მასში მოხვედრას. თამაშზე გადასასვლელი ბმული

 

იმ შემთხვევაში თუ ხართ Android-Smartphone-ის მფლობელი, გეძლევათ შესანიშნავი საშუალება გადმოწეროთ ძალიან კარგი პროგრამა 4 player Reactor, რომლის თამაში შეგიძლიათ 3 მეგობართან ერთად. მისი საშუალებით შეგიძლიათ სასარგებლო სასიამოვნოს შეუსაბამოთ. თამაშის ბმული