როგორ ვაქციოთ ზაფხულის სურათი შემოდგომისად Photoshop-ით

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა ზაფხულის სურათის გადაკეთება Photoshop-ის მეშვეობით შემოდგომის ეფექტის მისაღებად.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- კომპიუტერი
- Photoshop CS3
საფეხურები
- 1
ჩავრთოთ Photoshop და გავხსნათ სასურველი საზაფხულო სურათი. - 2
მენიუდან შევდივართ Image -> Adjustments -> Hue/Saturation (ისე როგორც სურათზე არის ნაჩვენები). - 3
გადავწიოთ Hue მარცხნივ სასურველ მნიშვნელობამდე და ვაჭერთ OK, ჩემს შემთხვევაში - 49 - 4
ინსტრუმენტების პანელში აირჩიეთ Lasso და მონიშნეთ ბუჩქი, ხე ან რაიმე სასურველი ობიექტი. - 5
ისევ შევდივართ Image -> Adjustments -> Hue/Saturation და Hue-ს ვწევთ ცოტათი მარცხნივ, ჩემს შემთხვევაში - 10 - 6
გავიმეოროთ იგივე მოქმედება სხვა მცენარეებთან მიმართებაში, ასე სურათი უფრო რეალისტური გახდება. - 7
ინსტრუქციის ზუსტად შესრულებით თქვენ აუცილებლად მიიღებდით სასურველ შედეგს. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შემოდგომის პეიზაჟი აქციოთ ზაფხულისად, ამისათვის საჭიროა ზუსტად იგივე მოქმედების შესრულება, ოღონდ Hue-ს მაჩვენებლების საპირისპირო მიმართულებით გადაწევა.