როგორ შევარჩიოთ ავეჯი ერთოთახიანი ბინისათვის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ავეჯი ერთოთახიანი ბინისათვის

 

გამოიყენეთ დივანი - საწოლის ნაცვლად, დაკეცილ მდომარეობაში იგი იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს. დილით მისი გამოყენება შეიძლება რამდენიმე ადამიანის დასაჯდომად, ღამით კი მარტივად ტრანსფორმირდება საწოლად.

 

აირჩიეთ ღია ფერის მქრქალი ავეჯი, ვინაიდან მუქი ტონები ვიზუალურად ამცირებენ სივრცეს და ამძიმებენ მას. გარემოს შესამსუბუქებლად შესაფერისი იქნება მოქნილი გვერდების მქონე სკამები და დივანები.

 

დაკიდეთ ტელევიზორი სპეციალურ კრონშტეინზე, ასე თქვენ გააკეთებთ ადგილის ეკონომიას. ძვირფასი სივრცის ეკონომია შესაძლებელია, თუ ტუმბას ჩაანაცვლეთ რამდენიმე ჩამოსაკიდი თაროთი, მათზე დაეტევა თქვენთვის აუცილებელი ნივთები, ასევე სანათი და წიგნები.

 

კარადის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი ერთოთახიანი ბინისათვის - არის კუპე. ამ მოდელის გასაწევი კარებები დაგეხმარებათ ადგილის ეკონომიაში, ხოლო დიდი სარკე ვიზუალურად გაზრდის სივრცეს.

 

კლასიკური მაგიდის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე ზომის გასაშლელი მაგიდა. ასეთი მაგიდის ზოგიერთი ვარიანტი ემაგრება კედელს და იშლება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე მცირე ადგილს დაიკავებს პატარა გასაშლელი "მაგიდა-წიგნი".