როგორ ვიმეგობროთ ყოფილ შეყვარებულთან? არის თუ არა შესაძლებელი მეგობრობა სიყვარულის შემდეგ - rogor.ge

როგორ ვიმეგობროთ ყოფილ შეყვარებულთან? არის თუ არა შესაძლებელი მეგობრობა სიყვარულის შემდეგ

ღირს თუ არა მეგობრობა ყოფილთან? თუ თქვენ ხვდებით ადამიანს უკვე არა ერთი და ორი თვე, ეს უკვე საკმარისი დროა შესაჩვევად, თქვენთვის უკვე ბუნებრივი მომენტი იქნება ის რომ ის მუდამ თქვენს გვერდით არის და ბევრ დროს ატარებთ ერთად. ამიტომ დაშორების შემდეგ რთულია იმის გაცნობიერება, რომ საყვარელი ადამიანი აღარ არის გვერდით და უფრო მეტიც, შესაძოა ამ მომენტში ის სხვასთან ერთად ატარებდეს დროს. შესაძლოა ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყოფილი წყვილები ცდილობენ რაღაც ფორმით მაინც შეინარჩუნონ მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, მცირედით მაინც.

ყოფილთან მეგობრობის დადებითი მხარე მანამ სანამ დაალაგებდეთ დადებით ურთიერთობას ყოფილთან, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს სჭირდებათ დრო, გარკვეულწილად შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს ჩამქრალი ძველი გრძნობა ბოლომდე. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, სავსებით შესაძლოა გახდეთ ძალიან კარგი მეგობრები. როგორც წესი ასეთი მეგობრობა ძალიან ძვირფასია, რადგან ორივე ადამიანი კარგად იცნობს ერთმანეთს, იციან ერთმანეთის გემოვნება, შეხედულებები და დამოკიდებულებები რიგ საკითხებზე, ამის გამო არ გაუჭირდებათ ერთმანეთის გაგება. თუ თქვენ ჩავარდებით გასაჭირში, არ გაგიკვირდეთ, რომ ის გევრდში დაგიდგებათ და ყველაზე მეტს გააკეთებს თქვენს დასახმარებლად.

ყოფილთან მეგობრობის უარყოფითი მხარე რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი ასე მრტივად არ არის, როგორც ჩანს. როგორც წესი ასეთ მეგობრობას დადებითად არ აფასებენ თქვენი და თქვენი ყოფილის ამჟამინდელი მეწყვილეები. მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ქონდეს გადამეტებულ ეჭვიანობას და სკანდლებსაც ელოდეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სიყვარულსა და მეგობრობას შორის, რომელი იქნება უფრო მნიშვნელოვანი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ არის საშიშროება იმისა, რომ ძველმა გრძნობებმა ისევ გაიღვიძონ თქვენში ახალი ძალით და მეგობრობა გადავიდეს ისევ სიყავრულში, ეს უკანასკნელი კი შეიძლება ამჟამად სამუდამო აღმოჩნდეს ან ისევ წარუმატებელი როგორც ადრე.