სამსახური და კარიერა

კარიერული განვითარება

როგორ  გავხდეთ "წარმატებული"

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

დღემდე ჩვენს ხელთ არსებობს ერთი განმარტება, რომელიც საუკეთესოდ მიგვაჩნია: ”წარმატება არის ნებისმიერი განზრახვების შესრულება”. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ წარმატება არის იმის დასრულება რის გაკეთებასაც ვაპირებდით. დასახე გეგმა, მიჰყევი მას და გახდები წარმატებული, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებელი, ზუსტად ეს პრინციპი გვაძლევს სტიმულს, რომ ვიმუშაოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

საფეხურები

  1. 1 დღის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ”დღეს წარმატებას მივაღწიე” ან ”დღეს წარუმატებელი ვიყავი” ეს შეიძლება ძალიან თვალნათელია, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 85% ასრულებს იმას, რასაც გეგმავს. ჩვენ ვკითხეთ რამოდენიმე ადამიანს თუ რა იყო მათთვის წარმატება. ერთმა თქვა: ”წარმატება არის ბევრი ფული” მეორემ აღნიშნა ”წარმატება გულისხმობს მიზნების მიღწევას” , კიდევ იყო ასეთი ვერსია: ”წარმატება არის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება” და ბოლო ყველაზე საინტერესო პასუხი: ”წარმატება არის, შურდეთ შენი”.
  2. 2 დიდ როლს თამაშობს დღის განრიგი, რადგან ყოველდღიური მუშაობა გვაძლევს ერთ მთლიან შედეგს. თუ ერთხელ დღის განრიგი იქცევა თქვენს ჩვევად, ის აღარ დაგავიწყდებათ სანამ არ მიიღებთ ჯილდოს.
  3. 3 დღიური გეგმა მთლიანად შეცვლის თქვეს ცხოვრებას. მისი ერთ-ერთი პლიუსია ის, რომ უცებ გარდაიქმნება ჩვევად და ჩვევები ქმნიან ხასიათს. არსებობს ჯიმ რაიანის (ამერიკელი ათლეტის) ციტატა: ” მოტივაციით იწყებ და ჩვევებით აგრძელებ” კიდევ ერთი ბრწყინვალე ციტატა, რომელიც ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის: ” ეცადე იყო არა წარმატებული არამედ პატივსაცემი ადამიანი” , ჰენრი დევიდ თროეამ კი აღნიშნა, რომ ”წარმატება მიდის იმასთან, ვინც ზედმეტად დაკავებულია მისი ძებნით.”
  4. 4 მრავალი ადამიანი აღნიშნავს, რომ წარმატება არა მარტო ”ფულის კეთებას” არამედ საკუთარი თავის განვითარებასაც გულისხმობს, იმისათვის, რომ სხვებისათვის მნიშვნელოვანი გავხდეთ.
  5. 5 რა თქმა უნდა ეს მაინც გულისხმობს ” ფულის კეთებას” რადგან ადამიანები იხდიან ფულს ხარისხში. ნებისმიერი ვინც საკმარისად კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, ყოველთვის კარნახობს საკუთარ ხელფასს.
  6. 6 წარმოგიდგენთ 20 წესს, რომელის შესრულება საჭიროა წარმატებისათვის.

    1. იყავი ყურადღებიანი.
    2. იყავი ფრთხილი.
    3. იპოვე სხვაობა მათ შორის, თუ რა გინდა და რა გჭირდება.
    4. შენი ემოციები არის მნიშვნელოვანი და შენ არ შეგიძლია მათი უარყოფა ან ჩახშობა.
    5. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებმა უნდა გმართონ, ხანდახან უნდა გაჩერდე, დაფიქრდე და შეწყვიტო ძიება.
    6. იყავი შენი ცხოვრების უფროსი აწ და ყოველთვის.
    7. სცადე იყო ბავშვი ბავშვური ქცევების გარეშე, ეს გამოიწვევს გაკვირვების ეფექტსა და დაგანახებს სამყაროს ახალი თვალით.
    8. მეორე შანსი იშვიათობაა, ამიტომ გამოიყენე ყოველი არსებული.
    9. სცადე მავნე ჩვევები შეცვალო კარგით. მაგალითად სიგარეტის მოწევა ჩაანაცვლე დილის ვარჯიშით.
    10. გრძელვადიანი ბედნიერება და სიმშვიდე არის იშვიათობა და ის თავისით არ მოდის. სხვა ადამიანები მას ვერ შეგიქმნიან. თქვენ თვითონ უნდა გათვალოთ რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებებს.
    11. ნამდვილი სიყვარული არის აგებული პატივისცემაზე. მართალია გატაცებებსა და ვნებებში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს არასოდეს არ არის საკმარისი.
    12. საუკეთესო რამ ცხოვრებაში არ არის უფასო, რადგან ფასდაუდებელია და მისი ყიდვა შეუძლებელია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი.
    13. ნუ აგერევათ აგრესია და სიმკაცრე, პასიურობა და სისუსტე.
    14. ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს, თქვენი საკუთარი პრობლემებიც თავისით გამოჩნდება და ის საკმარისზე მეტი იქნება.
    15. სიამაყე ბევრ სადარდებელს გაგიჩენთ.
    16. ისწავლეთ ცეკვა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც გაგათავისებინებთ საკუთარ სხეულს.
    17. ეცადეთ ამოიღოთ შაქარი თქვენი ყოველდღიური რაციონიდან, ასევე ცხიმი და აკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე, მოერიდეთ მარილსაც, უკვე ისედაც საკმარისად მიიღეთ.
    18. თქვენი მზადყოფნის კიდევ ერთი ნიშანია, დააკავშიროთ ამბიციები და ენერგია; (”ნუ ჩაკბიჩავ იმაზე მეტს, ვიდრე შეძლებ შეჭამო”)
    19. მითითებების გაცემა ლიდერობას არ გულისხმობს.
    20. შეცდომები იქცევა წარუმატებლობად, როდესაც უარს იტყვით მათ გამოსწორებაზე.