როგორ გავაკეთოთ საიტი [ნაწილი I - დომენის და ჰოსტინგის შეძენა] - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ საიტი [ნაწილი I - დომენის და ჰოსტინგის შეძენა]

 

დომენის შერჩევა-ყიდვა. .ge ზონა პირველ რიგში შეარჩიეთ თქვენი ვებ-მისმართი, იგივე დომენი მაგალითად www.example.com, www.magaliti.ge და დომენის ფორმატი იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის საიტის გაკეთება გინდათ. თუ გსურთ .ge ზონაში საიტის რეგისტრაცია მაშინ შედით www.registration.ge -ს საიტზე. ზემოთ მოცემულ ველში შეიყვანეთ მისამართი და დარწმუნდით რომ თქვენთვის სასურველი მისამართი თავისუფალია. თუ ჩანაწერი არ აღმოჩნდა ესეიგი გაგიმართლათ და შეგიძლიათ გადახვიდეთ მეორე საფეხურზე და დარეგისტრირდეთ საიტზე (ონლაინ), როგორც დომენის ფიზიკურ ასევე იურიდიულ მფლობელად. სტანდარტული დომენის ღირებულება ერთი წლით შეადგენს 30 ლარს, ხოლო 2 სიმბოლოსგან შედგენილი მაგ. co.ge ასეთი დომენი ერთი წლით ღირს 900 ლარი. ღირებულება უნდა გადაიხადოთ 30 დღის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაითიშება მომსახურება. დეტალური ინფორმაცია .ge დომენის რეგისტრაციისთვის იხილეთ აქ GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები

 

.com, .org , .net და. ა.შ. თუ გსურთ დომენის რეგისტრაცია .com, .org , .net ან სხვა სხვა ზონებში შედით სიატზე www.godaddy.com და იქ შეამოწმეთ თავისუფალია თუ დაკავებული თქვენთვის სასურველი მისამართი. შერჩევის შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია გააფორმეთ შეკვეთა, პლასტიკური ბარათით ელექტორნული ანგარიშსწორების შემდეგ დომენი იქნება თქვენს საკუთრებაში ერთი წლით. რაც შეეხება დომენის ღირებულებას, ამ შემთხვევაში ის ინდივიდუალურია და სხვადასხვანაირად გამოითვლება. ამ შემთხვევაში თანხას იხდით წინასწარ. გაითვალისწინეთ, უცხოური დომენები იყიდება ბევრ საიტებზე, არ დაგაბნიოთ რესელერების დიდმა რაოდენობამ, შეეცადეთ იყიდოთ დომენი დიდი კომპანიებისგან როგორიც არის მაგ. godaddy.com და სხვები, თქვენ იქნებით უფრო დაცული და მარტივად შეგეძლებათ ანგარიშსწორებას, ასევე მნიშვნელოვანია რომ ამდაგვარი ტიპის კომპანიებს აქვსთ ყურადღებიანი და საფორთი, მათ სერვისთან არსებული პრობლემის მოგვარებაში ისინი მაქსიმალურად ეფექტურად დაგეხმარებიან. იმისათვის, რომ საიტი გქონდეთ, არ არის საკმარისი მხოლოდ დომენი. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ჰოსტინგი.შეეცადეთ არ დაარეგისტრიროთ დომენი მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ რომელ ჰოსტინგს აირჩევთ, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ NS-ჩანაწერების გადატანა. არც ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრობლემას, უბრალოდ დროს დაკარგავთ დამატებით.

 

ჰოსტინგი ჰოსტინგი არის ადგილი სერვერზე სადაც შემდგომში განლაგებული იქნება თქვენი საიტის ფაილები და კონტენტი, ასევე ელ-ფოსტის და საიტის ჩატვირთვის სისწრაფე და გამართულობა დამოკიდებულია მასზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით მოეკიდოთ მის არჩევას. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქართული ჰოსტინგ კომპანიების მომსახურება ასევე უცხოურისაც. Shared hosting-პაკეტები ყველა კომპანიას აქვს სხვადასხვა. თქვენ ძირითადად მიაქციათ ყურადღება თუ აქვს კომპანიას მოხსენებული იმ CMS ების დასახელება რომლის დაყენებასაც გეგმავთ. თუ მწირი ინფორმაცია გაქვთ CMS- ების შესახებ არც ამაზე დაგწყდეთ გული, შემდეგ საფეხურზე მიიღებთ მათზეც პირველად საჭირო ინფორმაციას. ჰოსტინგის არჩევისას წინასწარ გაითვალისწინეთ თუ რამდენი მახსოვრობა დაგჭრდებათ, მაქსმუმ რამდენ ვიზიტორს ელით თვის მანძილზე, რადგან ზოგ კომპანიას ან ჰოსტინგ პაკეტს შეიძლება ჰქონდეს ლიმიტირებული ტრაფიკი თვის მანძილზე ან შეზღუდული მახსოვრობის ადგილი სერვერზე მაგ 500 მბ, ხოლო მის შევსების შემდეგ თქვენ ვერ დაამტებთ საიტზე სიახლეებს. ანუ თუ გსურთ ვიდეოების და ბევრი ფოტოს ატვირთვა საიტზე არ გირჩევთ მცირე მახსოვრობის მქონე Hosting plan-ის არჩევას.

 

ჰოსტინგის და ჰოსტინგ ფლენის არჩევის შემდეგ თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და აირჩიოთ სასურველი პაკეტი. იხდით მომსახურების საფასურს, ფასები აქაც სხვადასხვაა, დამოკიდებულია კომპანიებზე და თქვენს არჩეულ პაკეტებზე. მას შემდეგ რაც მორჩებით ჰოსტინგის მხარეს, იღებთ NS-ებს. დომენის რეგისტრაციის დროს აუცილებელია მითითებული იყოს ჰოსტინგის NS-ები. მაგ. ns.caucasus.net, ns2.caucasus.net ინფორმაცია NS-ებზე მოგაწვდით თვითონ ჰოსტინგ კომპანია, აუცილებლად იქნება მითითებული ის მათ ვებ-გვერდზე. NS -ების გაგების შემდეგ შეავსეთ განაცხადი დომენზე, გადაიხადეთ მისი საფასური და დალოდეთ. მომსახურების გამართვას გარკვეული დრო სჭირდება. აქვე გეტყვით, თუ დომენს იღებთ უცხოურ ზონაში, კვლავ გირჩევთ გამოიყენოთ godaddy.com, hostgator.com და მსგავსი მსხვილი კომპანიების სერვისი, რადგან მარტივად მოხდება ჰოსტინგის და დომენის ერთ სივრცეში დარეგისტრირება, თავად კომპანია გააკეთებს NS-ჩანაწერებს, გადახდასაც კომფორტულად შეძლებთ.