განათლება

ზოგადი რჩევები

როგორ ვისწავლოთ სწრაფად კითხვა

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნატრია ჰქონოდა სწრაფად კითხვის უნარი იმისათვის, რომ სწრაფად მიეღო ინფრომაცია, დაეზოგა დრო ან უბრალოდ მოეხდინა შთაბეჭდილება. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს, მთავარია შედეგი, ხოლო მის მისაღწევად ბევრი შრომა არის საჭირო. ამ სტატიაში ვისაუბრებ რჩევებზე, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ კითხვის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებაში.

 

საფეხურები

  1. 1 წესი პირველი: არ წაიკითხოთ ხმამაღლა! ეს არის მთავარი პრობლემა კითხვის დროს. მოგიყვანთ მაგალითს: დჯ. კენედი იყო რეკორდსმენი სწრაფად კითხვაში, მაგრამ ხმამაღლა, რომ წაეკითხა წუთში მხოლოდ 300 სიტყვის წარმოთქმას შეძლებდა. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ...
  2. 2 წესი მეორე: ფოკუსირება მოახდინეთ კითხვაზე! მის გარეშე თქვენ უბრუნდებით უკვე წაკითხულ ტექსტს ან ასწრებთ წინადადებას და მერე ისევ უბრუნდებით და ეძებთ დაკარგულ სიტყვას ან წინადადებას.
  3. 3 წესი მესამე: გაზარდეთ თქვენი კითხვის კუთხე! დავბრუნდეთ ისევ ბავშვობაში, როდესაც გვასწავლიდნენ თითის გაყოლებას კითხვის დროს, მაგრამ თითი დაეწევა ტვინის სისწრაფეს? თქვენ გიწევთ თითის გაწევა რაც ამცირებს კონცენტრაციას.
  4. 4 დიდი რაოდენობის ტექსტის კითხვის დროს თვალები საგრძნობლად იღლება, ამიტომ საჭიროა მათი დასვენება დროთა განმავლობაში. იმ ინტერვალში, როცა წყვეტთ კითხვას სასურველია:

    1) დახუჭოთ თვალები და მოუსმინოთ წყნარ მუსიკას
    2) თვალების გავარჯიშებისათვის დააკვირდეთ მოძრავ სხეულებს (მაგალითად: ავტომობილის ნომრებს)