როგორ გავიგოთ და მოვიქცეთ როცა მამაკაცი გვამოწმებს - rogor.ge

როგორ გავიგოთ და მოვიქცეთ როცა მამაკაცი გვამოწმებს

 

თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მამაკაცი გამოწმებთ, ნუ იჩქარებთ მასზე გაბრაზებას და გაბუტვას. შესაძლოა თქვენი რჩეული ამას არ აკეთებს იმიტომ რომ არ გენდობათ, არამედ უნდა საკუთარი სურვილის გამყარება და დასაბუთება, რომ ნამდვილად თქვენთან სურს ოჯახის შექმნა. თქვენი ამოცანა მოცემულ სიტუაციაში - იყავით გულახდილი,ყველა ეჭვი რაც კი აქვს მამაკაცს შეეცადეთ დაიყვანოთ ნულამდე და დაანახეთ თავი საუკეთესო მხრიდან.

 

შეხვედრაზე (პაემანზე) წასვლისას, თუნდაც ეს პირველი იყოს, იყავით მზად სპეციფიკური ტიპის გამოცდისათვის. თუ თქვენთან საუბრისას მამაკაცი ეხება ისეთს თემებს, როგორიცაა ცხოვრების აზრი, გეგმები, მომავალი, არკვევს ნიუანსებს და პერსპექტივებს, ეს არ უნდა გახდეს თქვენი მოწყენილობის მიზეზი. პირიქით, მაქსიმალურად შეეცადეთ შეინარჩუნოთ მისთვის საინტერესო სალაპარაკო თემა და ამომწურავად გასცეთ პასუხი დასმულ კითხვებს, ასეთი ქმედებით კაცი ამოწმებს თქვენი ინტელექტის და ცნობიერების დონეს, საუბრიდან გამომდინარე კი, თქვენც ბევრი საინტერესო რამის გაგებას და აღმოჩენას შეძლებთ თუ იქნებით დაკვირვებული.

 

არასოდეს ელაპარაკოთ და გაუმახვილოთ ყურადღება თქვენს რჩეულს იმაზე, თუ როგორი პოპულარული და მოთხოვნადი ხართ საპირისპირო სქესის ადამიანებში. ასეთმა "თვითრეკლამამ" თქვენს რჩეულს შეიძება წარმოდგენა შეუცვალოს თქვენზე. ნორმალური მამაკაცისათვის, ერთგულება ითვლება ყველაზე დასაფასებელ თვისებად ქალში, ხოლო თქვენი მონაყოლი იმაზე, თუ რამდენად მოსწონხართ თაყვანისმცემლებს და რას აკეთებენ თქვენთვის ნამდვილად არ აღაფრთოვანებს მას, უფრო მეტიც, შესაძლოა იმ წამსვე ეჭვიანობის გრძნობა გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, კითხვებზე რაც ეხება მეგობრებსა და პირად ცხოვრებას, შეეცადეთ მიაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია.

 

ეშმაკური სვლა მამაკაცის მხრიდან შეიძლება იყოს თქვენი დამყოლიობის შემოწმება. ამის გაკეთება ბევრნაირად შეიძლება, მაგალითისთვის კი ავიღოთ თუნდაც ბილიარდი ან უწყინარი თამაშები. ის დაგაკვირდებათ თუ რამდენად რეაგირებთ წაგებაზე, რამდენად დამთმობი და შემგუებელი ხართ. თუ თქვენ ძალიან აზარტული იქნებით და არაფერს დათმობთ, აქედან გაკეთდება დასკვნა, რომ არაფერზე არ დაიხევთ უკან და ყოველთვის რთული იქნება თქვენი დაყოლიება-დათანხმება. ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე გირჩევთ: შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იყავით ნაწილობრივ ცივსისხლიანი, ნუ დაანახებთ, რომ ვერ იტანთ მცირედის დათმობასაც კი. იყავით თავდაჭერილი, მშვიდი, თავდაჯერებული, ხაზი გაუსვით პიროვნულ თვისებებს, რომ გაწონასწორებული და პრინციპული ხართ, არა ემოციურად არასტაბილური და ისეთიტიპის ადამიანი რომელიც მცირედზე ზედმეტად ღიზიანდება და ღელავს.

 

ქალების შემოწმების ყველაზე პოპულარული "ტესტი" მამაკაცებისისათვის არის გამოცდა სიხარბეზე და მერკანტილიზმზე. ეს ყველაფერი კი ბანალური გზებით მოწმდება, იმ გზებით, რომლებიც ბავშვობიდან ახსოვს ყველას. თუ ბავშვს მისცემთ შოკოლადს და ის ხარბია, მაშინ განმარტოვდება და მარტო დაიწყებს ჭამას, ხოლო კარგი ხასიათის ბავშვს გული უკარნახებს და სხვასაც გაუყოფს ტკბილეულობას. მსგავსი სიტუაცია მეორდება მოზრდილობაში, ასე რომ, თუ გაჩუქებენ ტკბილეულს, ნუ იჩქარებთ მის შენახვას, გაუმასპინძლდით თქვენს კავალერს. მართალია ეს ძალიან მცირედი დეტალია, მაგრამ გახსვოდეთ, ასეთი მცირედ დეტალებზე სამომავლოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასევე შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რომ მისი ნაჩუქარი ნივთი არ მოგეწონოთ(არ გაამართლოს თქვენი იმედები), არავითარ შემთხვევაში არ მოიწყინოთ და არ აგრძნობინოთ რომ ეს ასეა, არ შეაფასოთ საჩუქარი ღირებულების მიხედვით.

 

ბოლო და აუცილებელი რამ, რაც დაგეხმარებათ ყველა "ტესტის" ჩაბარებაში, არის თქვენი გულახდილობა და სიმართლე. გახსოვდეთ, დროზე და სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული, ნებისმიერი ტყუილის გეგება შესაძლებელია, ასე რომ ნუ გარისკავთ ძვირფასი ადამიანით. ხოლო ყველაზე დამრტყმელი ურთიერთბისთვის არის ის, რომ მამაკაცი ეჭვქვეშ დააყენებს ყველა დანარჩენ საყოყმანო საკითხებს, თუნდაც რომ მოიტყუოთ წვრილმანი და უწყინარი რამ, თუ ის ამას მიგიხვდათ, შესაძლოა არც გაგრძნობინოთ, მაგრამ ბევრ საკითხს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.