როგორ შევცვალოთ მისალმების ხმა Windows XP-ზე - rogor.ge

როგორ შევცვალოთ მისალმების ხმა Windows XP-ზე

 

გახსენით საძიებო სისტემა www.Google.com და საძიებო ველში შეიყვანეთ: Download Sound wav. შემოთავაზებული უზარმაზარი არჩევანიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მელოდია. იმ შემთხვევაში თუ უკვე გაქვთ შერჩეული მელოდია, მაგრამ არ იცით, როგორ დააყენოთ, მაშინ გადმოწერის ნაცვლად უბრალოდ გადაიყვანეთ იგი wav ფორმატში და მიჰყევით ინსტრუქციის გაგრძელებას.

 

მას შემდეგ რაც შეირჩევა მელოდია, გახსენით Start -> Control Panel და შედით Sound And Audio Devices. გახსნილ ფანჯარაში ამოირჩიეთ ზედა პანელში Sounds და შენდეგ ქვევით ნაჩვენებ სიაში მოძებნეთ Start Windows.

 

პოვნის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Browse და ვუთითებთ ჩვენს მიერ შერჩეული მელოდიის ადგილმდებარეობას. ვადასტურებთ ცვლილებებს ღილაკით OK და ყველაფერი მზად არის კომპიუტერის გადარესტარტების შემდეგ თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.