სპორტი და ფიტნესი

სხვა

როგორ გავივარჯიშოთ ზურგი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ V-ს ფორმის მსგავსი ზურგი სამაოდ მიმზიდველია. რაღათქმაუნდა ამის მიღწევა არ არის მარტივი საქმე, მაგრამ მთავარია ძლიერი ნებისყოფა და მონდომება. ხოლო ვარჯიშის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს ამ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • სავარჯიშო ძელი
  • ჩამოსაკიდი სიმძიმეები

საფეხურები

  1. 1 სავარჯიშო ძელზე აწევამდე შეარჩიეთ კომფორტული პოზიცია, ხელები დააშორეთ ერთმანეთს დაახლოებით 20–25 სანტიმეტრის მანძილზე. ამ მოქმედების შესრულების შემდეგ დაეკიდეთ ტურნიკზე.
  2. 2 შეიკავეთ სუნთქვა და ნელა, აჩქარებების გარეშე აიწიეთ ზევით იმ მომენტამდე სანამ თქვენი კისერი არ აღმოჩნდება ძელის გასწვრივ (ნებადართულია ცოტა უფრო ზევითაც).
  3. 3 ამოისუნთქეთ. დაეშვით ნელა ზედმეტი მოძრაობების გარეშე. შეასრულეთ სამივე საფეხური 10–15 აწევით ერთი ვარჯიშის განმავლობაში 3–5 ჯერ. მაშინ როცა უკვე შეძლებთ 15 აზიდვის უპრობლემოდ შესრულებას დაიწყეთ ფეხებზე სიმძიმეების ჩამოკიდება.

გაფრთხილებები

  • სავარჯიშოს შესრულებისას ზურგი უნდა იყოს სწორი, როგორც კი დაიწყებთ მოხრას მაშინვე ზედმეტად დატვირთავს ბიცებსებს.