როგორ გავატაროთ ვალენტინობა - rogor.ge

როგორ გავატაროთ ვალენტინობა

 

საყვარელ ადამიანთან ერთად დაუბრუნდით წარსულს. გაისეირნეთ ქალაქში, ინახულეთ ის ადგილები, სადაც იყავით მაშინ, როცა ყველაფერი იწყებოდა. ეწვიეთ იმ კაფეს, ის ბაღს, რომელთანაც ყველაზე თბილი მოგონებები გაკავშირებთ...

 

წინასწარ შეუკვეთეთ ფოტოსტუდიაში ან ფოტოგრაფთან love story. იგი შეიძლება მიმდინარეობდეს ქუჩაში ან სტუდიაში (შეარჩიეთ რამდენიმე შესაფერისი მოკაზმულობა) ზოგიერთი სტუდია სთავაზობს სხვადასხვა კოსტუმირებულ გადაღებებს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მეკობრე, თქვენი მეწყვილე კი პრინცესა. ამ რჩევის გამოყენებით დაგრჩებათ არა მარტო დაუვიწყარი და თბილი მოგონებები, არამედ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის მოწმობა - შესანიშნავი ფოტოსურათები.

 

ეწვიეთ კარგ ღამის კლუბს. ნებისმიერი მაღალი დონის კლუბი აუცილებლად მოამზადებს ამ დღისათვის პრიზებით, კონკურსებითა და სიურპრიზებით სავსე საღამოს. მონაწილეობა მიიღეთ ყველა კონკურსში და გახდით საღამოს წყვილი! ან ეწვიეთ კარაოკე ბარს და უმღერეთ ერთმანეთს სასიყვარულო სიმღერები.

 

იმ შემთხვევაში, თუ კარგად ფლობთ სპორტის ზამთრის სახეობებს - გაატარეთ ვალენტინობის დღე სნოუბორდზე, თხილამურებზე სრიალით და შემდეგ კაფეში სასიამოვნო ვახშამით. უფრო რომანტიული ვარიანტია - ციგურაობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია კარგად შეგეძლოთ სრიალი, რადგან ძალიან დიდია არასასურველი შედეგის მიღების ალბათობა.

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ სიყვარული, მაგრამ არ გსურთ ასეთი შესანიშნავი დღის მარტო გატარება - მოაწყვეთ წვეულება მარტოხელა გულებისთვის (და არა მარტო მათთვის). დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მორთეთ ოთახები შესაბამისად - სანთლებით, გულებით, წითელი ბუშტებით, ჩაატარეთ კონკურსები, გაიხსენეთ ისეთი თამაშები, როგორიცაა "ბოთლი". შესაძლებელია ვინმე თქვენი სტუმრებიდან (შეიძლება თქვენაც) იპოვის საკუთარ სიყვარულს თქვენს სახლში.