ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ გავთავისუფლდეთ სლოკინისაგან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

სლოკინი იწყება მოულოდნელად და ზოგჯერ მასთან გამკლავება საკმაოდ პრობლემატურია. ადამიანების უმეტესობა მას უვნებლად თვლის, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.

 

საფეხურები

  1. 1 მოზრდილი ადამიანისათვის ბევრად უფრო მარტივია სლოკინის დამარცხება, ვიდრე ბავშვის ან ცხოველისათვის. თუ ახალდაბადებული ბავშვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ წყვეტს სლოკინს, ხოლო მშობლები არ მიაქცევენ ამ პრობლემას საკმარის ყურადღებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს პირღებინებაც კი დაეწყოს. ბავშვებსა და ცხოველებს ხშირად ცდებათ საკვების მცირე ნაჭრები, ხოლო ორგანიზმისათვის უცნობი მდგომარეობიდან გათავისუფლებას ვერ ახერხებენ.
  2. 2 სლოკინის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

    - ზედმეტად გაციება (გადაციება)
    - ზედმეტი საკვების მიღება (ყველაზე ხშირად ეს ახალშობილებს ეხებათ)
    - სტრესული სიტუაციები
    - ძლიერი ნერვიულობა
  3. 3 რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხანგრძლივი სლოკინი შეიძლება გახდეს ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობა. შეტევას ძირიდათად იწვევს დიდი რაოდენობით ჰაერის დაგროვება კუჭში, თანაც როგორც კი მისი რაოდენობა მიაღწევს ნორმას, სლოკინი მაშინვე წყდება.
  4. 4 სლოკინთან ბრძოლის მეთოდები:

    - სუნთქვის მოკლეხნიანი შეკავება
    - წყლის მცირე ყლუპებით დალევა
    - საყლაპავი ნერვის სტიმულაცია (მხოლოდ საჭიროა ენის მაქსიმალურად გამოყოფა)
    - ღრმა ჩასუნთვები და ამოსუნთქვები
  5. 5 მოსაზრება იმის შესახებ, რომ სლოკინისგან თავის დახსნისათვის საჭიროა ძლიერი შეშინება, უკმაყოფილებას იწვევს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის. სლოკინისგან ასეთი მეთოდის წყალობით გათავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგი - ფსიქოლოგირუი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ასეთი საშუალებების ეფექტურობის დასამტკიცებლად ექსპერიმენტების ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.