როგორ დააბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი - rogor.ge

როგორ დააბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი

იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: *#06#

ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი უნიკალურია ყველა ტელეფონისთვის. ჩაიწერეთ ეს ნომერი და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ.
bascopy-gev-1663581180.jpg

თუ ტელეფონი მოგპარეს, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და გადაეცით მას ზემოაღნიშნული კოდი. ოპერატორი შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას. ახალი, სიმ ბარათის გამოცვლის შემთხვევაშიც კი, ტელეფონით ვერ ისარგებლებენ. შესაძლოა ტელეფონი ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ქურდი მას ვერ გამოიყენებს.