როგორ მივულოცოთ ახალი წელი ახლობლებს - rogor.ge

როგორ მივულოცოთ ახალი წელი ახლობლებს

 

მოამზადეთ "მისალოცი სიტყვა", რომელსაც წარმოსთქვამთ საახალწლო სუფრასთან თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაში ახალი წლის ღამეს. თქვენი გამოსვლა გააფორმეთ სუფრის წევრების საელთან, ხასიათთან, სტატუსთან დაკავშირებული ლექსებით, სიმღერებით, ფრაზებით. გაოსვლას თან დაურთეთ მცირე სიმბოლური სუვენირებით, რომლებიც უკავშირება ახალ წელს ან მოცემული წლისათვის განკუთვნილ მითიურ ცხოველს.

 

იმ შემთვევაში, თუ არ გეხერხებათ სიტყვის წარმოთქმა, შეგიძლიათ მილოცვა დაწეროთ ფურცელზე, მისალოც ბარათზე, ჩადოთ იგი კონვერტში და გადასცეთ საყვარელ ადამიანებს სახლში შემოსვლის ან საახალწლო სუფრასთან ჯდომის დროს.

 

შეგიძლიათ ყველას ერთად მიულოცოთ ბინის ან სახლის ფანჯრების წინ არსებულ თოვლზე წარწერის გაკეთებით. გაუგზავნეთ მეგობრებს ტელეფონით SMS და ხმოვანი მილოცვა, მუსიკალური გაფორმებითა და საეიმო მელოდიით.

 

გაიხსენეთ სასკოლო პერიოდი და გააფორმეთ თქვენი უჯახის წევრებისა და მეგობრების ჯგუფური სურათები მოგონებებთან დაკავშირებული ლექსებით, ხუმრობებითა და უბრალოდ ლამაზი, გულწრფელი სიტყვებით.

 

ახალი წლის ღამეს მოუწყვეთ თქვენ ახლობლებს ფეიერვერკი, ცეცხლოვანი შოუ, დიდი რაოდენობით ასაფეთქებლების, პეტარდებისა და მაშხალების საშუალებით. ამავდროულად დიდი ყურადღება მიაქციეთ მათი უსაფრთხოდ გამოყენების წესებს.

 

მოაწყვეთ საახალწლო ტურნე თქვენი ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისათვის. ამისათვის არსებობს არაერთი საზეიმო ცენტრი და გასართობი დაწესებულება, მოუწყვეთ მათ დაუვიწყარი საახალწლო წელი, ახალი წელი ხომ მათთვის სასწაულების დღესასწაულია.

 

პატარა ბავშვების გასახალისებლად გამოიძაეთ სახლში თოვლის ბაბუა, რომლის გამოჩენაც ყოველთვის ახარებს ბავშვებს და დიდი ხნით ამახვორდებათ. წაიყვანეთ ისინი საახალწლო სპექტაკლებსა და საბავშვო თეატრის არტისტების გამოსვლებზე. ეს მათთვის ყველანაირ მატერიალურ საჩუქარზე მეტის მიმცემი იქნება.