როგორ გავასუფთავოთ ნებისმიერი სახეობის თევზი - rogor.ge

როგორ გავასუფთავოთ ნებისმიერი სახეობის თევზი

 

პირველ რიგში საჭიროა მოაშოროთ ქერცლი. ამისათვის საჭიროა ახალი თევზის საჭრელ დაფაზე მოთავსება, მისი კუდით დაჭერა და ქერცლის მოშორება კუდიდან თავის მიმართულებით. ამ დროს დანა უნდა იყოს 15-20 გრადუსით დახრილი თევზის მიმართ. პროცესი გახდება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი, თუ გექნებათ ქერცლის მოსაცილებელი სპეციალური ხელსაწყო, რომლის შეძენა შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ჰიპერმარკეტში.

 

შემდეგ ეტაპზე თევზს უნდა მოაშოროთ ყველაფერი ზედმეტი.გაითვისწინეთ, რომ ტევზის ბევრ სახეობას არ ჭირდება თავის მოჭრა. ეს განსაკუთრებით ეხება ქორჭილას, კარჩხანას, ჩიქვს და ფარფლწითელას. ერთადერთი მანიპულაცია, რომელიც საჭიროა თავის დატოვების შემთხვევაში, არის ლაყუჩებისა და ფარფლების მოშორება.

 

გადავდივართ მესამე ეტაპზე. დაიწყეთ თევზის გაფატვრა. ამისათვის საჭიროა ძალიან ბასრი დანით თევზის მუცლის გაყოლებაზე გაჭრა და შიგნეულობის მოშორება. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ნაღვლის ბუჭტთან, რადგან მისმა გახეთქვამ შეიძლება გააფუჭოს მთელი თევზი. მხოლოდ 3 მარტივი ეტაპი და თევზი მზად იქნება ნებისმიერი გემრიელი და სასარგებლო კერძის მოსამზადებლად.