როგორ შევქმნათ კონტაქტების შავი სია iPhone-ში

სამწუხაროდ, iPhone-ის კომუნიკატორებს არ გააჩნია კონტაქტების შავი სია. თუმცა, ეს ხელს ვერ უშლის ზოგიერ მოხერხებულ ადამიანს მონახოს გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან და დაბლოკოს არასასურველ აბონენტთა ზარები.
საფეხურები
- 1 შექმენით ახალი კონტაქტი - სახელად "იგნორირებული ნომერი". დაამატეთ მასში ყველა თქვენთვის არასასურველი პიროვნების ნომერი.
- 2 დიქტოფონის საშუაებით რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაიწერეთ "სიჩუმე". ამის შემდეგ დიკტოფონით ჩაწერილი ფაილი დააყენეთ თქვენს მიერ შექმნილი კონტაქტის რინგტონად, ხოლო ვიბრაცია გაუთიშეთ.
- 3 მზადაა. ახლა თქვენ შეგიძლიათ ამ კონტაქტში დაამატოთ ყველა არასასურველი ნომერი. რა თქმა უნდა, თქვენ ნახავთ მათ შეტყობინებებს და მიიღებთ ზარებს, მაგრამ ზარები ვეღარასდროს მოგაცდენენ საქმისგან და ვეღარც შეგაწუხებენ.