როგორ ჩავრთოთ დისკიდან ჩარტვირთვა BIOS-ის საშუალებით - rogor.ge

როგორ ჩავრთოთ დისკიდან ჩარტვირთვა BIOS-ის საშუალებით

 

კომპიუტერის ჩართვის შემდეგ BIOS-ში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს კლავიატურაზე. უმეტესობა შემთხვევაში ეს ღილაკი არის DELETE, მაგრამ შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც (F8, F12). ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც იწერება ეკრანზე ჩართვისას, იქ როგორც წესი, მითითებულია მინიშნებები, მაგ: "Press F12 to enter setup".

 

მას შემდეგ რაც შეხვალთ BIOS-ში, საჭიროა მენიუს მოძებნა, რომელშიც მითითებულია მოწყობილობების ჩარტვირთვის თანმიმდევრობა. მოცემული მენიუ სხვადასხვა სახით გვხვდება, ამიტომაც მას არ გააჩნია მკაფიო სახელწოდება. ზედა ნაწილში მოძებნეთ მსგავსი ფრაზა "Boot device priority" ან უბრალოდ "Boot".

 

ამ მენიუში თქვენ დაინახავთ მოწყობილობების სიას, ჩვეულებრივ ჩატვირთვა ხორციელდება თანმიმდევრობით ზევიდან-ქვევით, ამიტომაც თქვენ უნდა გადაიტანოთ დისკის წამკითხავი სიის თავში. ამის გაკეთება შეგიძლიათ ღილაკებით Pg Up და Pg Down. ამის შემდეგ საჭიროა ცვლილებების შენახვა. უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია F10 ღილაკზე და შემდეგ OK-ზე დაჭერით.