როგორ გავხადოთ საკუთარი თავი დისციპლინირებული - rogor.ge

როგორ გავხადოთ საკუთარი თავი დისციპლინირებული

 

გაუკეთეთ ფორმულირება მთავარ მიზეზს, რომლის გამოც თქვენ არ გყოფნით დისციპლინირებულობა. შესაძლებელია, ბავშვობაში ისე აგღზარდეს, რომ არ გქონდათ შეხება სირთულეებთან და ამიტომაც არ ჩამოყალიბდა თქვენში საბრძოლო ხასიათი. ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ სასურველი თვისებების გამომუშავებას ყოველთვის შეძლებთ, თუ ამას გულწრფელად მოისურვებთ.

 

შექმენით მოტივაციის სისტემა. რატომ გსურთ საკუთარი თავის შეცვლა, რაც მიიღებთ ამით? რა მოხდება, თუ დაიწყებთ საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლას? მკაფიოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როცა დამოუკიდებლად შეძლებთ მის მართვას. აღნიშნეთ შედეგები, რომელთა მიმართულებითაც უნდა ისწრაფვოდეთ.

 

შეეშვით საკუთარი თავისათვის იმის დაჯერებას, რომ ხართ სუსტი, ასე თქვენ ამძიმებთ სიტუაციას. შეიმუშავეთ ეტაპებად დაყოფილი გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ დისციპლინირებული ადამიანი. დაეწყინეთ ელემენტარული, საკუთარი დროის დაგეგმვით.

 

ჩაიწერეთ ყველა საქმეები, რომლებითაც უნდა დაკავდეთ დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ისინი, რომელთა მიმართაც განიცდით განსაკუთრებულ სიზარმაცეს. მაგალითად, გჭირდებათ დილაობით ჰერკულესის მომზადება, მაგრამ საშინლად გეზარებათ, მაშინ შეიტანეთ ეს მოვლენა პუნქტის სახით სიაში, ასე თქვენ ნაღდად არ დაგავიწყდებათ სასარგებლო საუზმის შესახებ.

 

შეეცადეთ არ დაარღვიოთ არსებული გრაფიკი, იყავით პუნქტუალური. თავდაპირველად სირთულეები გადაულახავად მოგეჩვენებათ, არ დაუჯეროთ ამ შეგრძნებას, იგი მალე გაივლის. დროთა განმავლობაში თქვენ მიეჩვევით წესრიგს და სრულად განთავისუფლდებით სტრესისგან.

 

დავაკდით სპორტით, იგი შესანიშნავად აძლიერებს ნებისყოფას. შეგიძლიათ დაიწყოთ დილის მოთელვით, ხოლო შემდეგ გადახვიდეთ უფრო სერიოზულ ვარჯიშებზე. საკუთარი შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად, თქვენ მიეჩვევით სიზარმაცის დაძლევას და ამავდროულად ჩადგებით შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში.
მოიფიქრეთ წახალისების სისტემას, რომლითაც დააჯილდოვებთ საკუთარ თავს ყოველი ახალი ვალდებულების აღების, ყოველი პატარა გამარჯვების აღსანიშნავად. შეძელით სულ რამდენიმე დღეში რთული გამოცდისათვის მომზადება? წაახალისეთ საკუთარი თავი კინოში ან საყვარელ კაფეში წასვლით.