ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ გავიწმინდოთ ფილტვები სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ

როგორ გავიწმინდოთ ფილტვები სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ადამიანის ფილტვების მდგომარეობა - ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელზეც არის დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ბევრი ყოფილი მწეველი, ვინც აცნობიერებს ამას, იწყეს ბრძოლას იმ შედეგებთან რაც მათ მოუტანა ან მომავალში მოუტანს ეს მავნე ჩვევა.

 

საფეხურები

  1. 1 თუ თქვენ გაინტერესებთ, თუ როგორ გაიწმინოთ ფილტვები მწეველობის შემდეგ, მაშინ პირველივე ეტაპზე მოგიწევთ გაიაზროთ, რომ ამას დაჭირდება არა ერთი თვე. ყველაზე მთავარია - აუცილებელია განთავისუფლდეთ ფილტვებში დაგროვილი ნახველისა და ლორწოსგან. ამის გაკეთება შესაძლებელია წამლების საშუალებით, რომლებიც ჩვეულებრვ იყიდება აფთიაქებში და ასევე ხალხური მედიცინის გამოყენებითაც.
  2. 2 ნამდვილად ღირს სხვადასხვა ბალახეული მცენარის ინგალაციების კეთება. კარგია ასევე არომატული და ეფირული ზეთების ინგალაციები. განსაკუთრებით გირჩევთ ევკალიპტის, მენთოლის, ნაძვის (სოჭის) ინგალაციების კეტებას. ინგალაციის გაკეთების შემდეგ არ გირჩევთ ქუჩაში გასვლას, ასე რომ უმჯობესია ამ პროცედურების ძილის წინ გაკეთება.
  3. 3 სიგარეტზე თავის დანებების შემდეგ, სასურველია კვირაში ერთხელ მაინც ესტუმროთ აბანოს. გამოიყენეთ ყველაფერი ნატურალური, განსაკუთრებით ზემოთ ხსენებული ზეთები.
  4. 4 გარდა სხვა გამაჯანსღებელი საქმიანობებისა, გირჩევთ დაკავდეთ სირბილით და სპორტით. ასევე კარგია აერობიკა. სირბილი რა თქმა უნდა კარგია ტყეში ან ტყისპირას, სადაც მაქსიმალურად სუფთაა ჰაერი. აერობიკული დატვირთვა, გარდა იმის რ ეხმარება ორგანიზმს ფილტვებიდან ნახველისა და ლორწოს გამოდევნში, გეხმარებათ იყო ფორმაში, აუმჯობოსებს გულ-სისხლძართვა სისტემის მუშაობას. თუ ვერ ახერხებთ ვერც სპორტით და ვერც აერობიკით დაკავებას, გირჩევთ სუნთქვითი გიმნასტიკისათვის მაინც გამოყოთ მცირე დრო.

    ცნობილია ასევე ფაქტი, რომ მოწევას ვინც თავს ანებებს წონაში იმატებს, სწორად რომ აქტიური ცხოვრების წესი, ფიზიკური დატვირთვა და ფსიქოლოგიური მომზადება, სურვილის გამოჯანმრთელების დაგემარებათ გაიუმჯობესოთ ფიზიკური ფორმაც და ჯანმრთელობაც.
  5. 5 რთულია იმის თქმა, თუ ზუსტად როდის გასუფთავდება ფილტვები სიგარეტის დანებების შემდეგ, რადგან ეს არის ძალიან ინდივიდუალური და განსაკუთრებით დამოკიდებულია მწეველის სტაჟზე. გაითვალისწინეთ, ყველაზე მთავარი რამ, არ დაიწყოთ ხელახლა მოწევა თორემ ყველა თქვენი მონდომება იქნება აზრს მოკლებული და დროც, რაც დახარჯეთ თქვენს თავზე იქნება უქმად დაკარგული.