როგორ შევინახოთ ქართული ტექსტი Note Pad-ში

თუ თქვენ გსურთ, რომ ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი შეინახოთ Note Pad-ში და არ იცით როგორ, იხილეთ ინსტრუქცია.
საფეხურები
- 1 შექმენით ახალი ტექსტური ფაილი, ან გახსენით უკვე შექმნილი.
- 2 ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი ქართულ ენაზე.
- 3 მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ტექსტის წერას, დააჭირეთ Note Pad-ის უჯრაში მარცხნივ ზემოთ File > Save as, დაარქვით ფაილს სასურველი სახელი და Encoding-ში აუცილებლად აირჩიეთ UTF-8. დააკლიკეთ Save და მზადაა, გახსენით ფაილი და ნახავთ, რომ კითხვის ნიშნებისა და სიმბოლოების ნაცვლად ტექსტი იქნება ქართულად.