როგორ გავაუმჯობესოთ გრაფიკული ბარათის შესაძლებლობები - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ გრაფიკული ბარათის შესაძლებლობები

 

გამორთეთ კომპიუტერი და გამოაძვრეთ ყველა შნური. გახსენით სისტემური ბლოკის კორპუსი, იპოვეთ გრაფიკული ბარათი და გაწმინდეთ იგი მტვრისაგან. დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერული ნაწილის (ამ შემთხვევაში ვიდეო ბარათის) გადახურება, რის შედეგადაც ვიღებთ შრომიუნარიანობის დაბალ დონეს.

 

გამორთეთ ყველა პროგრამა, გარდა იმისა, რომელშიც მუშაობთ მოცემულ მომენტში. ეს გაზრდის საერთო სიმძლავრეს, ვინაიდან სისტემას საშუალება მიეცემა მთელი ოპერატიული მეხსიერება ჩააყენოს ერთი პროგრამის სამსახურში.

 

განაახლეთ გრაფიკული ბარათის დრაივერი. ამისათვის გაეცანით ჩვენს საიტზე არსებულ ინსტრუქციას - როგორ ვიპოვოთ საჭირო დრაივერი (Driver Pack Solution)

 

დააყენეთ დამატებითი მახსოვრობა. მახსოვრობა ზრდის კომპიუტერის საერთო შრმოისუნარიანობას, იძლევა დიდი რაოდენობით ფაილების ჩაწერისა და მათი სწრაფად გაშვების საშუალებას. თუ თქვენი კომპიუტერის დედა პლატას აქვს 2 არხიანი რეჟიმი, მაშინ შეავსეთ მახსოვრობის მეორე ზოლიც. ის უნდა იყოს უკვე დაყენებული ნაწილის აბსოლუტურურად იდენტური, როგორც სიჩქარით ასევე შრომისუნარიანობით, რათა თავიდან აიცილოთ მოწყობილობებს შორის შეუთავსებლობა. ზოგ თანამედროვე დედა პლატას აქვს 3 არხიანი რეჟიმი. შედით თქვენი კომპიუტერის დედა პლატის მწარმობელი კომპანიის ოფიციალურ საიტზე, მოიძიეთ ინფორმაცია მონაცემებისა და დაყენების ინსტრუქციის შესახებ. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში სასურველია დაამატოთ მესამე მოწყობილობაც.

 

დაამატეთ მეორე ბარათი SLI ან CrossFire რეჟიმის აქტივაციისათვის. ადრე SLI ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Nvidia-ს მიერ წარმოებული ბარათებისათვის, ხოლო CrossFire მხოლოდ ATI/AMD-სათვის. თავისი არქიტექტურით SLI ჰგავს 2 და 3 არხიან ბარათებს. სისტემის შრომისუნარიანობის გაზრდა დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე. შესაძლებელია სიმძლავრის 4-ჯერ გაზრდის მიღწევა. დაწყებული 2011 წლის აპრილიდან SLI შეესაბამება AMD-ს პროცესორებს.

 

განაახლეთ პროცესორი. გრაფიკული ბარათი ახდენს ინფორმაციის გაცვლას ცენტრალურ პროცესორთან, რომელიც გრაფიკულ ბარათთან ერთად დიდ გავლენას ახდენს თამაშებზე. მაშინაც კი, თუ თქვენი გრაფიკული ბარათი არის ყველაზე თანამედროვე, ის ვერ შეძლებთ მთელი თავისი შესაძლებლობების გამოყენებას, თუ პროცეროსი იქნება ნელი. იმისათვის, რომ არ ჩამორჩეთ თანამედროვე ვიდეო ბარათებს, თქვენ გჭირდებათ მინიმუმ 2 ბირთვიანი პროცესორი.

 

გამორთეთ ვიზუალური ეფექტები. ისინი დიდ გავლენას ახდენენ კომპიუტერის შრომიუნარიანობაზე. რა თქმა უნდა, ისინი ალამაზებენ ეკრანს, მაგრამ არცერთი ასეთი ფუნქცია არ არის აუცილებელი. გამორთეთ ისინი განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი კომპიუტერი ჩვეულ პირობებშიც კი ნელა მუშაობს.

 

დააყენეთ გრაფიკული ცვლილებები "Control Panel"-დან. ამ ოპერაციის შესრულება შეიძლება როგორც გამოსახულების გაუმჯობესებისათვის, ასევე სისტემის შრომიუსნარიანობის გაზრდისათვის. იმისათვის, რომ გაზარდოთ გამოსახულების ხარისხი - ჩვენების ხარისხის პარამეტრებში მიუთითეთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, ხოლო მუშაობის სიჩქარის გაზრდის სურვილის შემთხვევაში - შეამცირეთ დეტალიზაციის დონე, გამორთეთ გასწორება და MIP ტექსტრიება.