როგორ გავაფორმოთ მობილური - rogor.ge

როგორ გავაფორმოთ მობილური

 

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის მარკერები, თეთრი ფერის ხუფზე კარგად მიდის შავი ფერი. ჩამოყალიბდით, თუ რის დახატვას აპირებს. ყველაზე მარტივია გეომეტრიული ფიგურების , ქალაქის, ხეების, სახლების დახატვა.

 

თავდაპირველად ცარიელ ფურცელზე გააკეთეთ ესკიზი. დახატეთ ფიგურები იმავე ზომის, რა ზომისაც გსურთ მობილურის უკანა ნაწილზე ჩანდეს.

 

უბრალო ფანქრის გამოყენებით, ფრთხილად გადაიტანეთ საკუთარი ნახატი ტელეფონზე. როგორც კი მორჩებით, თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ კონტურის შემოვლა. იმისათვის, რომ დიდი ხნით გაძლოს ნახატმა, დააფიქსირეთ ის გამჭვირვალე ლაქით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადმოიხატოთ სხვადასხვა ლოგოები, ემბლემები და გადახატოთ ტელეფონზე.