როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი შემოდგომისას - rogor.ge

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი შემოდგომისას

 

მიირთვით ბოსტნეული და ხილი (მშრალი სახით) მიზანშეწონილია, რომ კალორულ საკვებს (შემწვარი ხორცი კარტოფილით, ხორცის ნამცხვრები და სხვა)მიაყოლოთ მსუბუქი სალათი კომბოსტოთი, პომიდორითა და კიტრით. წყალი სიცოცხლის წყაროა, ამიტომაც მიიღეთ მეტი სითხე. მინიმუმ 1.5-2 ლიტრი დღეში.

 

არ დაივიწყოთ დილის გიმნასტიკის შესახებ დაუთმეთ ვარჯიშს დღეში მხოლოდ 15 წუთი და სამაგიეროდ მიიღებთ მთელი დღის სამყოფ ენერგიას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შემოდგომის მზე არ წვავს კანს, არამედ მსუბუქად ათბობს (D ვიტამინი). ტყეში ან სკვერებში გასეირნება ნაღდად არ იქნება ზედმეტი. გარდა იმუნოსტიმულაციისა, ასეთი მოქმედება შეგმატებთ ფსიქოლოგირ სიმშვიდეს.

 

საღამოს საათებში მიიღეთ შხაპი ის დაგეხმარებათ დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში. თუ იგი იქნება კონტრასტული (თბილისი და ცივი წყალი მორიგეობით), მაშინ თქვენი უმინიტეტიც დაიწყებს გაძლიერებას. მაგრამ ფრთხილად იყავით, შხაპის ასეთი სახით მიღებას გარდა სარგებლისა, დიდი ზიანის მოყენებაც შეუძლია!

 

კარგი იქნება თუ შემოგდომისას პერიოდულად ეწვევით საუნას, ხშირად იმოძრავებთ და ტანისამოსსაც სწორად შეარჩევთ ამინდის მიხედვით, მაშინ თქვენ მიაღწევთ სასურველ მიზანს და პრობლემების გარეშე გაატარებთ მოახლოებულ ცივ სეზონს. მთავარია გჯეროდეთ, რომ ძლიერი ხართ და შეძლებთ ნებისმიერ დაავადებასთან გამკლავებას. გისურვებთ წარმატებას!