როგორ ვმართოთ არასამთავრობო ორგანიზაცია - rogor.ge

როგორ ვმართოთ არასამთავრობო ორგანიზაცია

 

ზოგადად, სტრატეგიული დაგეგმვის სხვადსხვა მეთოდი არსებობს, მათ შორისაა დაგეგმვის შვიდსაფეხურიანი პროცესი.

 

ისტორია - პირველ ეტაპზე აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის ისტორიისა და ტრადიციების ცოდნა; იმ ადამიანებისგან გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ორგანიზაციის დაარსებასა და განვითარებაში.

 

გარემოს ანალიზი - განსაზღვრეთ თქვენი ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, ეცადეთ თავი აარიდოთ გარე საშიშროებებს და შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. ობიექტურად შეიმუშავეთ ორგანიზაციის SWOT (Strengths, Weaknesses, Opportunities and Threats) ანალიზი.

 

განსაზღვრეთ თქვენი ორგანიზაციის მისია - გადახედეთ თქვენი მისიის დებულებას და შეცვალეთ საჭიროების შემთხვევაში. მისიის დებულება ლაკონურად უნდა პასუხობდეს შემდეგ სამ კითხვას: რა ორგანიზაციაა? რას საქმიანობს? ვის ემსახურება?

 

ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები - ორგანიზაციის მთავარი მიზნები ძირითადად გამომდინარეობს მისიიდან და SWOT ანალიზიდან. ორგანიზაციამ ასევე უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი გეგმები, რომლებიც მოიცავს ადამიანურ რესურსებს, ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ფონდების მოძიებას და ა.შ.

 

განსაზღვრეთ სტრატეგიები, ამოცანები და ნაბიჯები მიზნების მისაღწევად - ორგანიზაციის მიზნების განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია იზრუნოთ მათ განხორციელებაზე. დაგეგმვის პროცესში შეეცადეთ მოსალოდნელი შეგედები ციფრებში ასახოთ. მაგ.: 2009 წელს მიიღებთ 30 000 ევრო დაფინანსებას, ჩაატარებთ 50 ტრენინგს, აიყვანთ 60 მოხალისეს და ა.შ.

 

გეგმების განხორციელება - კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენი ორგანიზაციის სისტემას და სტრუქტურას. გაანაწილეთ პასუხისმგებლობები - ვინ რას აკეთებს და რა ვადებში? ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს მასზე მორგებული სტრუქტურა. თითოეული საქმიანობა, ამოცანა და მიზანი დელეგირებლი უნდა იყოს კონკრეტულ პოზიციაზე ან ადამიანზე.

 

შეფასება - შეაფასეთ თქვენი ყოველი გადაწყვეტილება. მკაფიოდ განსაზღვრეთ, რამ მოგიტანათ წარმატება ან წარუმატებლობა. ორივე შემთხვევაში საჭიროა, ორგანიზაციამ იცოდეს რატომ დაუდგა ესა თუ ის შედეგი - კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე თუ გარე ფაქტორების ზეგავლენით. ისწავლეთ მიღებული შედეგების საფუძველზე, ხოლო წარმატების შემთხვევაში გააანალიზეთ თქვენი როლი და სწორი ქმედებები. ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ძლიერ სტრუქტურას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ხშირად ორგანიზაციები სტრუქტურის შექმნისას არ ითვალისწინებენ კრიტიკულ ფაქტორებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ ამოცანების სტრუქტურული გაწერა არ არის საჭირო.