როგორ გავაგრილოთ გადახურებული ნოუთბუქი - rogor.ge

როგორ გავაგრილოთ გადახურებული ნოუთბუქი

 

ნოუთბუქის გრილ მდგომარეობაში შენარჩუნება დამოკიდებულია ვენტილაციის სისტემაზე. თუ ცხელი ჰაერის ნაკადს არ ექნება გარეთ გამოსვლის საშუალება, მაშინ კომპიუტერს პრობლემები შეექმნება. ყოველ ჯერზე, როცა ნოუთბუქს ხელში აიღებთ, დარწმუნდით, რომ თქვენ არ ფარავთ სავენტილაციო ხვრელებს, რომლებიც, ყველაზე ხშირად, ნოუთბუქის გვერდებზე მდებარეობს.არ დადოთ კომპიუტერი ბალიშზე ან რბილ ლეიბზე. არასდროს ჩადოთ მუშა მდგომარეობაში მყოფი კომპიუტერი ჩანთაში. თქვენ იშვიათად შეძლებთ გამაგრილებელი ხვრელის მოძებნას ლეპტოპის ქვედა ნაწილზე, თუმცა სითბოს გააჩნია ზუსტად იმ ადგილზე დაგროვების ტენდენცია. ამასთან, თუ თქვენ ხშირად შეამჩნევთ, რომ თქვენი ნოუთბუქის ძირი ხურდება, დაფიქრდით გამაგრილებელი დასადგამის შეძენაზე.

 

ნოუთბუქის დაბინძურება, მასში მტვრის დაგროვება ასევე ხელს უწყობს მის გადახურებას. ნოუთბუქის მტვრისაგან გასაწმენდად სასურველია გამოიყენოთ დაპრესილი ჰაერით სავსე ქილა (შეგიძლიათშეიძინოთ ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაში), რომლის დახმარებითაც შეძლებთ ლეპტოპის გაუხსნელად, სავენტილაციო ხვრელიდან მაღალი წნევის საშუალებით მტვრისაგან გაწმენდას. ასეთი მეთოდით თქვენ გამოდევნით ხვრელის მიდამოებში არსებულ მტვერს, რითაც ხელს შეუწყობთ გამაგრილებელი სისტემის უკეთ მუშაობას. გამორთეთ კომპიუტერი და გადმოაბვრუნეთ იგი. სახრახნისის საშუალებით მოუშვით მისი დამჭერი ჭანჭიკები. მოხსენით ქვედა თავსაფარი და მოაშორეთ მასზე არსებული მტვერი შეკუმშული ჰაერის საშუალებით. შეარჩიეთ ნოუთბუქები ინტერნეტ მაღაზიაში Be.ge