როგორ გავიუმჯობესოთ პოტენცია - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ პოტენცია

 

პირველ რიგში, მოიწესრიგეთ ძილისა და დასვენების რეჟიმი. მუდმივი უძილობა დამღუპავად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ყველაზე ხშირად პოტენცია იკლებს "ცუდი ჩვევების" გამო. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა შეეცადოთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ალკოჰოლის მიღება და უარი თქვათ მწეველობაზე.

 

პოტენციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ თქვენი კვების რაციონში ცილებით მდიდარი საკვების წილის გაზრდა. ასეთებია: ხორცი, კვერცხი, ყველი და რძე. ამასთან, ხორცი არ უნდა იყოს შემწვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასში არსებული დიდი რაოდენობით ქოლესტერინი გამოიწვევს საწინააღმდეგო შედეგს, ამიტომაც უპირატესობა მიანიჭეთ ხბოს, საქონლის და ფრინველის ხორცს.

 

გარდა ხორცისა, არსებობს პოტენციის ასამაღლებელი სხვა პროდუქტებიც. მათ ასევე უწოდებენ აფროდიზიაკებს. მათ რიცხვს მიუკუთვნება თევზი და ზღვის პროდუქტები (მიდია, კალმარი, კიბორჩხალის ჩხირები, ხამანწკა, კამბალა), თაფლი, კაკალი (კედარის, ქოქოსის), ავოკადო და შოკოლადი.

 

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული კერძი-აფროდიზიაკი არის პომიდორის სალათი, ნივრითა და ზეითუნის ზეთით. ნუ დაგავიწყდებათ მწვანილისა და სანელებლების შესახებაც, რადგან ბევრ მათგანს პირდაპირი ზეგავლენა აქვთ პოტენციის ზრდასთან. რა თქმა უნდა, ესენია; ჯანჯაფილი, ვანილი, დარიჩინი, კამა და ზემოთხსენებული ნიორი. პოტენციაზე შესამჩნევი ეფექტის მოცემა შეუძლია ჟენ-შენის და ანგელოზას ნატურალური მცენარეული ექსტრაქტების რეგულარულ მიღებას.

 

რა თქმა უნდა, სპორტით დაკავება დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, თქვენს სპორტულ პროგრამას აუცილებლად დაუმატეთ პოტენციის ასამაღლებელი ვარჯიშები. ასეთი ვარჯიშები საკმაოდ ბევრია: ყველაზე მარტივია - ფეხებშორისი კუნთის დაჭიმვა და მოდუნება, ასევე ბუქნები (განსაკუთრებით სიმძიმესთან ერთად).