როგორ შევქმნათ Wap საიტი (Wen.ru-ს მეშვეობით) - rogor.ge

როგორ შევქმნათ Wap საიტი (Wen.ru-ს მეშვეობით)

 

შევდივართ ამ საიტზე ვრეგისტრირდებით მარტივად რის შემდეგადაც ვეთანხმებით პირობებს და ვირჩევთ საიტის მისამართს, მაგალითად rogor.wen.ru ან rogor-wen.ru (უფასო ვარიანტები) ასევე შესაძლებელია საიტისთვის თქვენსთვის სასურველი დომენის შერჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფულის გადახდა მოგიწევთ.

 

საიტზე ავტორიზაციის შემდეგ შევდივართ მართვის პულტში და ვაჭერთ wExplorer-ს

 

ვქმნით გვერდებს, მაგალითად about.wml და სხვა. მთავარია გვედის სახელი იყოს ლათინურ ენაზე. გარდა .wml გვერდებისა, ასევე შესაძლებელია .html გვერდების შექმნა.

 

შევდივართ საიტზე და ვავსებთ მას სასურველი ინფორმაციით. შესაძლებელია მისი სურათებით, ცხრილებით, ტექსტებით და რეკლამებით გაფორმება, მაგრამ სასურველია მხოლოდ ტექსტის გამოყენება.

 

მას შემდეგ რაც დავამთავრებთ გვერდებზე ინფორმაციის განთავსებას საჭიროა მივხედოთ მთავარ გვერდს, რათა საიტის სტუმრებმა შეძლონ მისი მეშვეობით სასურველ გვერდზე მარტივად გადასვლა. მთავარი გვერდი იქნება index.wml ან index.html.