ტექნიკა და უახლესი ტექნოლოგიები

ტელეფონები

როგორ მოვიქცეთ თუ მობილური წყალში ჩაგვივარდა

როგორ მოვიქცეთ თუ მობილური წყალში ჩაგვივარდა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თუ მობილური ტელეფონი შემთხვევით წყალში ჩაგივარდათ და დაგისველდათ, რამდენიმე წუთში შეიძლება ის გამოუსადეგარ ნივთად გადაიქცეს. იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად ეს შედეგი აიცილოთ თავიდან, გაეცანით ინსტრუქციას.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • პირსახოცი
  • სპირტი
  • მშრალი საწმენდი ქაღალდი
  • ბრინჯი

საფეხურები

  1. 1
    მოხსენით უკანა პანელი ტელეფონს, ამოიღეთ ელემენტი და SIM ბარათი. თუ უკანა ნაწილი არ იხსნება, უბრალოდ გათიშეთ ტელეფონი. ამით თქვენ შეამცირებთ მოკლე ჩართვის ალბათობას.
  2. 2
    მოათავსეთ ტელეფონი პირსახოცზე ან გაახვიეთ მასში, დაელოდეთ მის სრულ გაშრობას. სასურველია დადოთ პირსახოცი მზეზე ან გამათბობელზე.
  3. 3
    დაიცადეთ 5-6 საათი. თუ ტელეფონი არ ამუშავდა, შეეცადეთ დაშალოთ მობილური ბოლომდე და მშრალი ქაღალდის საწმენდით ყველა დეტალი გაწმინდეთ. ასევე შეგიძლიათ ნაწილები დაამუშავოთ სპირტით, რადგან სპირტი კარგად ერევა წყალს და ადვილად ორთქლდება.
  4. 4
    ჩადეთ ტელეფონი ბრინჯით სავსე კონტეინერში ან თეფშზე. დააფარეთ ზემოდან და დატოვეთ ღამით. ბრინჯი შეიწოვს მთელს ტენს ტელეფონიდან.
  5. 5
    თუ ზემოთ აღნიშნული მეთოდებიან არცერთმა არ უშველა - ეს ნიშნავს, რომ თქვენს ტელეფონში მოხდა მოკლე ჩართვა. მოკლე ჩართვას კი თქვენით ვერ შეაკეთებთ, ასე რომ გირჩევთ უახლეს მობილურების შესაკეთებელ სერვისში წაიღოთ.