ტექნიკა და უახლესი ტექნოლოგიები

ტელეფონები

როგორ გავუზარდოთ iPhone-ს ელემენტს მუშაობის დრო

როგორ გავუზარდოთ iPhone-ს ელემენტს მუშაობის დრო

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

iPhone არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი. მიუხედავად მისი ბევრი საოცარი ფუნქციისა, აქვს ერთი უარყოფითი მხარე. სმარტფონი რადგან ფუნქციურად არის ძალიან დატვირტული, ელემენტი უჯდებათ მალე. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ რამდენიმე მარტივი რჩევა.

 

საფეხურები

  1. 1
    რაც უფრო აწეულია სიკაკშკაშე ტელეფონზე (Brightness - яркость), მით უფრო მეტი ენერგიას იყენებს ის. ჩართეთ ფუნქცია Auto Brightness - Автояркость, ან დააყენეთ სიკაშკაშე ხელით, 20-50% - ზე, რადგან არ დაიხარჯოს ბევრი ენერგია ეკრანის განათებაზე.
  2. 2
    როდესაც თქვენ გამოდიხართ აპლიკაციბიდან და პროგრამებიდან, ისინი მაინც არ წყვეტენ მუშაობას. დააჭირეთ 2 ჯერ აიფონის საწყის ღილაკს (Home) თქვენ შეგეძლებათ დაინახოთ იკონები ჩართული პროგრამების. დააჭირეთ რომელიმეს თითი რამდენიმე წამით, ისე რომ არ აუშვათ. როდესაც იკონებზე გამოჩნდება მინუსები გათიშეთ ყველა პროგრამა. ეს საჭიროა რათა ტელეფონმა მუშაობისას რესურსები არ დაკარგოს ტყუილ-უბრალოდ
  3. 3
    Notifications, შეტყობინებები, Уведомления ხანდახან არიან სასარგებლონი, მაგრამ თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ მიიღოთ ისინი რომელიმე მეორეხარისხოვანი აპლიკაციების და პროგრამების განახილების შესახებ? ყოველი ნოტიფიკაცია ხომ ანთებს ტელეფონს და ხარჯავს რესურსებს. თუ ასეთი ნოტიფიკაციები ბევრი გაქვთ ელემენტის ხარჯი უფრო იზრდება. იმისათვის, რომ გათიშოთ ყველა ნოტიფიკაცია სათითოდ ყველა პროგრამაზე საჭიროა შეხვიდეთ Options > Notifications (Настройки > Уведомления).
  4. 4
    საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას იყენებს Wi-Fi, Bluetoothდა 3G მოდული. ასე რომ, თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც ინტერნეტი არ გჭირდებათ, გირჩევთ დროებით გათიშოთ ეს მოდულები. ამ გზით მნიშვნელოვნად დაზოგავთ ელემენტის ენერგიას.
  5. 5
    თუ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი უსადენო შეერთებები, ჩართეთ Airplane Mode Авиарежим
  6. 6
    შედით მენიუში, General > About > Diagnostic & usage. ეს პროგრამა გამუდმებით აგზავნის სხვადასხვა რეპორტებს ტელეფონის მუშაობის შესახებ Apple-ს სერვერზე. ეს კი ხელს უწყობს ელემენტის მალე დაჯდომას. გირჩვეთ გათიშოთ ის.