როგორ ჩავრთოთ wi-fi პერსონალურ კომპიუტერზე - rogor.ge

როგორ ჩავრთოთ wi-fi პერსონალურ კომპიუტერზე

 

პირველი მეთოდი იმისათვის, რომ თქვენმა პერსონალურმა კომპიუტერმა შეძლოს wi-fi ქსელებთან დაკავშირება, საჭიროა ქსელური ადაპტერის შეძენა. მას თან მოჰყვება დისკი, რომელზეც ჩაწერილია საჭირო დრაივერები (ამ დრაივერების გადმოწერა ასევე შესაძლებელია ინტერნეტიდანაც). დრაივერების დაყენების შემდეგ თქვენი კომპიუტერი შეძლებს ნებისმიერ wi-fi ქსელთან დაკავშირებას.
მეორე მეთოდი ამ მეთოდის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ ისნი, ვისაც აქვს android-ის ბაზაზე შექმნილი ტელეფონი (ოპერაციული სისტემის ვერსიას არ აქვს მნიშვნელობა). მოცემული დავალების შესასრულებლად საჭიროა ტელეფონის USB-კაბელის საშუალებით კომპიუტერთან დაკავშირება. როგორც წესი, USB-კაბელი მოჰყვება ტელეფონის კომპლექტს. საჭიროა ტელეფონის "ცვლილებებში" შესვლა და მოდემის რეჟიმის ჩართვა, შემდეგ კი wi-fi ან 3G ქსელთან დაკავშირება და ყველაფერი მზდაა.