როგორ დავაყენოთ კოდეკები (K-Lite Codec Pack) - rogor.ge

როგორ დავაყენოთ კოდეკები (K-Lite Codec Pack)

 

პირველ რიგში, საჭიროა K-Lite Mega Codec Pack-ის გადმოწერა. K-Lite Mega Codec Pack-ის გადმოსაწერი ოფიციალური გვერდის ბმული

 

ჩართეთ გადმოწერილი ფაილი და დაიწყეთ ცვლილებების ორგანიზება. გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ Normal mode და გააგრძელეთ ინსტალაცია Next > ღილაკზე დაჭერით.

 

კომპონენტების არჩევისას სასურველია არაფერი შეცვალოთ. მიზანშეწონილ რეჟიმად ითვლება Profile 1: Default.

 

არც ცვლილებების ჯანჯარაშია სასურველი რამის შეცვლა. ჩვეულებრივ ცვლილებებთა პაკეტად მოიაზრება Reset all settings to their defaults.

 

ნუ შეიტანთ ცვლილებებს Hardware Acceleration ფანჯარაში, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს Next > და განაგრძეთ პროგრამის ინსტალაცია.

 

მომდევნო ფანჯარაში აღნიშნეთ Windows Media Player და გადადით შემდეგ ეტაპზე.

 

იმისათვის, რომ კოდეკების მოქმედება გავრცელდეს კომპიუტერში არსებულ ყველა ცნობილ ფორმატზე დააჭირეთ select all video და select all audio ღილაკებს.

 

შემდეგ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი აუდიო-სისტემის თავისებურებები. ამ საკითხის არასათანადოდ ცოდნისას უარი თქვით ცვლილებების შეტანაზე და უბრალოდ გადადით შემდეგ ეტაპზე.

 

ბოლო ეტაპი. ინსტალაციის დასასრულებლად საჭიროა უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს Install და რამდენიმე წამის შემდეგ შეუდგეთ სასურველი ვიდეო და აუდიო ფორმატის ფაილებთან თავისუფლად მუშაობას.