როგორ ვიშოვოთ ICQ-ს 7-8-9 ნიშნა ნომრები მარტივად - rogor.ge

როგორ ვიშოვოთ ICQ-ს 7-8-9 ნიშნა ნომრები მარტივად

 

პირველ რიგში დარეგისტრირდით ამ საიტზე, მის გარეშე ვერ შეძლებთ ICQ-ს ნორმების მიღებას. რეგისტრაცია ხანმოკლეა და მარტივი.

 

დაუცადეთ ნომრების დარიგების მომდევნო სერიას, ისინი ამ საიტზე ხშირად ქვეყნდება. თავიდან თქვენ შეგეძლებათ მხოლოდ იმ ICQ ნომრების მიღება, რომელსაც არ სჭირდება მაღალი რეიტინგი. ნომრების დარიგების რეიტინგს ადგენს თავად ავტორი. იმ შემთხვევაში თუ ავტორის მიერ დადგენილი ზღვარი იქნება \\\"არანაკლებ 2 რეიტინგიანი\\\", ნიშნავს იმას, რომ მათ ვისაც 2-ზე ნაკლები რეიტინგი აქვთ, ვერ შეძლებენ ნომრის აღებას.

 

იმ შემთხვევაში თუ გსურთ უკეთეს ნომრებზე მიგიწვდებოდეთ ხელი, ამისათვის საჭიროა რეიტინგის ამაღლებაზე ზრუნვა. მაღალი რეიტინგისათვის საჭიროა უკვე თქვენ გამოაქვეყნოთ ის ICQ ნომრები, რომლებიც ადრე ჩაგივარდათ ხელში, ასევე საიტზე არსებობს ქულების მიღების რამდენიმე საშუალება, რომელთაც სასურველია დამოუკიდებლად გაეცნოთ.

 

ამ მარტივი გზის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მშვიდად მიიღოთ რამდენიმე შვიდ და ზოგჯერ ექვსნიშნა ნომრებიც. გისურვებთ წარმატებას.