როგორ გავზარდოთ ინტერნეტიდან გადმოწერის სიჩქარე - rogor.ge

როგორ გავზარდოთ ინტერნეტიდან გადმოწერის სიჩქარე

 

შესაძლებლობები • ყველა პოპულარულ ბრაუზერთან თავსებადობა, მათ შორის IE, AOL, MSN, Mozilla, Netscape, Firefox, Avant Browser და სხვ; • ერთი ღილაკის დაჭერით გადმოწერა; • ვიდეოების გადმოწერა. მაგ: Youtube-დან, Vimeo-დან, Myspace-დან და სხა. იხილეთ სურათი • ინტეგრაცია ანტივირუსებთან, ფაილების ავტომატური სკანირება; • Web Spider and Grabber - ანუ თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ საიტი Offline რეჟიმისთვის; • Proxy-ს მხარდაჭერა; • მრავალი ენის მხარდაჭერა; • გადმოწერილი ფაილების სორტირება, კატეგორიებში განაწილება და გაფილტვრა; • კომპიუტერის გათიშვა/დაძინება/რესტარტი ავტომატურ რეჟიმში, როდესაც გადმოწერა დამთავრდება; • გადმოწერის გაგრძელება და სხვა მრავალი შესაძლებლობა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე.

 

პროგრამის გადმოწერა და დაყენება პროგრამა ძალიან მარტივად ყენდება, მისი მოცულობაა დაახლოებით 4MB და შესაბამისად არც გადმოწერაა რთული. IDMAN-ის გადმოსაწერად შედით ამ მისამართზე, და დააკლიკეთ [u]Try Internet Download Manager for Free[/u] ღილაკს, გადმოწერის შემდგომ კი დააკლიკავთ ორჯერ, გახსნილ ფანჯარაში დააჭერთ Next-ს და დააყენებთ ჩვეულებრივ, როგორც სხვა პროგრამებს, Next - OK-ის მარტივი საფეხურებით.

 

თუ Google Chrome-სთან გარკვეული პრობლემები გქონდათ, შედით Chrome-ს მენიუში, შემდეგ Settings და Extensions. (ან უბრალოდ ჩაწერეთ Address Bar-ში chrome://extensions) მონიშნეთ IDM Integration-ის მარჯვნივ (გასწვრივ) Enabled და ასევე მონიშნეთ Allow in Incognito (IDM Integration-ის ქვემოთ)