როგორ ჩავიწეროთ Skype-ს საუბარი (MP3 Skype Recorder) - rogor.ge

როგორ ჩავიწეროთ Skype-ს საუბარი (MP3 Skype Recorder)

 

პირველ რიგში, საჭიროა პატარა პროგრამის - MP3 Skype Recorder-ის გადმოწერა. ამის გაკეთება შეგიძლიათ მოცემული პროგრამის ოფიციალური საიტიდან. გადმოწერის შემდეგ უბრალოდ გახსენით MP3SkypeRecorderSetup.exe და დააინსტალირეთ პროგრამა. MP3 Skype Recorder-ის გადმოსაწერი გვერდის ბმული

 

ინსტალაციის დასრულების შემდეგ, Skype-ის პირველად ჩართვისას პროგრამა მოითხოვს ფუნქციონირების უფლებას. თანხმობის მისაცემად საჭიროა Allow Acces (Дать доступ) ღილაკზე დაჭერა (იხ. სურათი).

 

შემდეგ გახსენით თვითონ MP3 Skype Recorder და მიუთითეთ საქაღალდე, რომელშიც გსურთ, რომ მოთავსდეს ჩაწერილი საუბარი. ამის გასაკეთებლად საჭიროა პროგრამის შუაში მდებარე ველის მარჯვენა მხარეს პატარა საქაღალდეზე დაკლიკება.

 

დაურეკეთ სასურველ მეგობარს Skype-ში და საუბრის დაწყების შემდეგ MP3 Skype Recorder-ის მარცხენა კუთხეში მდებარე ჩაწერის (დიდ წითელ) ღილაკს.

 

საუბრის დასრულების შემდეგ პროგრამა შეგატყობინებთ, რომ თქვენი ჩანაწერი მზადაა და შეგიძლიათ მოუსმინოთ გამზადებულ MP3 ფაილს.