როგორ გავითეთროთ კბილები (Adobe Photoshop) - rogor.ge

როგორ გავითეთროთ კბილები (Adobe Photoshop)

 

პირველ რიგში გახსენით სასურველი სურათი.

 

იმისათვის, რომ კბილები თეთრი გახადოთ არსებობს რამდენიმე ხერხი, ამ ინსტრუქციაში წარმოდგენილია ორი ხერხი. I - აირჩიეთ ხელსაწყო Dodge Tool.

 

დააკვირდით, რომ Range-ში არჩეული იყო Midtones

 

გადაატარეთ ფუნჯი კბილებზე იმდენჯერ სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

 

პირველი ხერხი ასე თუ ისე ეფექტურია, მაგრამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არ გამოგადგეთ. II - აირჩიეთ ხელსაწყო Quick Selection Tool და მონიშნეთ კბილები.

 

აირჩიეთ Create new fill or adjustment layer

 

აირჩიეთ Hue/Saturation.

 

ამოძრავეთ Saturation და Lightness თქვენი სურვილის მიხედვით. ამ შემთხვევისთვის Saturation: -42; Lightness: +19.

 

თქვენი სურათიც მზადაა.