როგორ დავწეროთ კარგი ტექსტი საიტისათვის - rogor.ge

როგორ დავწეროთ კარგი ტექსტი საიტისათვის

 

შესავალი მოკლედ აღწერეთ თუ რას ეხება თქვენი ტექსტი. მოერიდეთ მშრალ ფრაზებსა და წინადადებებს, რომლებიც არაფრისთვის გამოიყენება. თუ მკითხველმა მოიწყინა უკვე პირველი სამი წინადადების წაკითხვის შემდეგ, ის დატოვებს საიტს და ნახავს სხვა რამეს სადაც უფრო კონკრეტულად იქნება მისთვის საინტერესო ინფორმაცია განთავსებული.

 

წინადადებები შეეცადეთ წეროთ მოკლე წინადადებები. რთულად და მაღალფარდოვანი ენით შედგენილი წინადადებები შეიძლება ახარებდა ან ახარებს თქვენს ქართულის მასწავლებელს, მაგრამ უმეტესობა მკითხველს ურჩევნია უცებ გაიაზროს მარტივად გადმოცემული აზრი. აუცილებლად დაყავით ტექსტი აბზაცებად. მიყოლებული დიდი მოცულობის ტექსტი რთული აღსაქმელია ერთიანობაში. ბევრ მკითხველს, ასე შედგენილი ტექსტის სტრუქტურა (სისიდე),შეაშინებს და არ წაიკითხავს.

 

ძირითადი სიტყვები "Keywords" "Ключевые слова" ძირითადი სიტყვები - ის სიტყვებია, რომლის საშულებითაც მომხმარებლები საძიებო სისტემების გამოყენებით პოულობენ თქვენს საიტს და სტატიებს. ეს შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვათა შეხამებები. მაგ: CV,CV-ის შედგენა , როგორ დავწეროთ CV ა.შ. შეეცადეთ ასევე გააფორმოთ(გაამუქოთ Bold) გამოყოფილი სიტყვები.

 

სათაური ტექსტს აუცილებლად გაუკეთეთ ისეთი სათაური, რომელიც სრულად აღწერს სტატიის აზრს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სათაურში უნდა იყოს ნახსენები აუცილებლად ერთი ძირითადი სიტყვა, (Key word) მაინც.

 

ქვესათაურები გააკეთეთ საიტის ტექსტში რამოდენიმე ქვესათაური. ეს რათქმაუნდა არ არის აუცილებელი პირობა, ზოგი ავტორები არ სარგებლობენ ამით, მაგრამ როგორც წესი ქვესათაურებით ტექსტი გამოდის უფრო ლამაზი, სრული და ინფორმატიული.

 

ნაცვალსახელები სწორად წერეთ ნაცვალასახელები. უმეტესწილად ეს ეხება სიტყვას "ჩვენ". სწორი ფორმაა ჩვენ შესახებ და არა ჩვენს შესახებ. დაუკვირდით, რომ თქვენი ტექსტი იყოს გამართული როგორც ვიზუალურად, ასევე გრამატიკულად. ყურადღება მიაქციეთ პუნქტუაციას.