როგორ ჩავიტაროთ კიბოს პროფილაქტიკა - rogor.ge

როგორ ჩავიტაროთ კიბოს პროფილაქტიკა

 

25 წლის ასაკს გადაცილებულმა ქალებმა სამ წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმება და ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა.

 

30 წელს გადაცილებულმა ქალებმა თვეში ერთხელ ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა.

 

40 წელს გადაცილებულმა ქალებმა ყოველ ორ წელიწადში გაიკეთონ ტომოგრაფია.

 

40 წელს გადაცილებული ქალები და მამაკაცები ყოველწლიურად გაესინჯონ ლარინგოლოგს და პროქტოლოგს.

 

55 წელს გადაცილებულმა მამაკცებმა ყოველწლიურად გაიარონ გამოკვლევა უროლოგთან.

 

8 საგანგაშო ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია კიბოსათვის. I ფრიად დამაფიქრებელია უჩვეულო სისხლდენა (მაგალითად, სისხლი ნახველში). II როგორც კი სარძევე ჯირკვლებში შენიშნავთ სიმკვრივეს, მიმართეთ ონკოლოგს. III თუ წყლული დიდხანს არ ხორცდება, ესეც დამაფიქრებელია. IV ასევე საგანგაშო ნიშანია ხანგრძლივი უმიზეზო ხველება. V ყურადღებამისაქცევია ასევე ხმის ხანგრძლივი ჩახლეჩვა. VI ლამაზ ხალს ან მეჭეჭს ნუ ენდობით, არ გამოგრჩეთ მათი ზრდა. VII ასევე საგანგაშოა შარდვისა და კუჭის მოქმედების დარღვევა. VIII დროულად მიმართეთ ექიმს ყლაპვის გაძნელებისა და საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში.