როგორ გადმოვწეროთ აუდიო ფაილი Youtube-დან - rogor.ge

როგორ გადმოვწეროთ აუდიო ფაილი Youtube-დან

 

აუდიო ფაილის გადმოსაწერად საუკეთესო საიტია youtube-mp3.org. ამ საიტზე შესვლისთანავე თქვენ დაინახავთ ცარიელ გრაფას და ქვევით ღილაკს "Convert Video". გრაფაში უნდა ჩაწეროთ YouTube-ის სასურველი ვიდეოს ლინკი და შემდეგ დააჭიროთ "Convert Video"-ს

 

ძალიან სწრაფად, გამონაკლის შემთხვევაში კი - რამოდენიმე წამის შემდეგ მწვანე კვადრატში თქვენ დაინახავთ ვიდეოს სურათს (Thumbnail-ს), ამ ვიდეოს დასახელებას და ხანგრძლივობას. მის ქვევით კი ორ ლინკს - Download და Link this mp3. გადმოსაწერად უნდა დააჭიროთ Download-ს

 

თქვენი გადმოწერილი ფაილი იქნება ".mp3" ფორმატის და თავისუფლად შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერი Player-ით და პროგრამით. ასევე აუდიო ფაილს აქვს მინიმალური ზომა, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია აუდიო ფაილის ხანგრძილობაზე (მაგ. 4 წუთიანი აუდიო ფაილი იქნება დაახლოებით 4MB)