როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ჭაღი - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ჭაღი

 

მოიმარაგეთ ყველა ნივთი, რომელიც სურათზე გამოსახული და მითითებულია მასალებსა და ხელსაწყოებში. თუ რომელიმე არ გაქვთ შეიძინეთ მაღაზიებში.

 

გაბერეთ ბუშტები. ტაშტში ჩაასხით თხევადი წებო. ბუშტზე შემოატარეთ ფერადი ძაფი, მასიურად და ლამაზად, როგორც კი ძაფი შეიწოვს წებოს დავახვევთ ბუშტს. რაც უფრო მჭიდროდ იქნება დახვეწული ძაფი ბუშტზე, უფრო რბილი და თანაბარი იქნება შუქი. თუ გამოიყენებთ ფერად ნათურებს, შეგიძლიათ ძაფებს შორის ადგილი გაზარდოთ.

 

გაშრობის შემდეგ (რომელიც, როგორც წესი გრძელდება რამდენიმე საათი) ვფუშავთ ბუშტს და ვიღებთ მას. მაკრატლით ან დანით ვჭრით ადგილს პატრონასათვის. პატრონა თავისუფლად უნდა მოთავსდეს ამოჭრილ ადგილას, მაგრამ არ უნდა იყოს ზომაზე ფართე.

 

პატრონას ვუმაგრებთ ნათურას და ვათავსებთ სფეროში, შემდეგ ვაფიქსირებთ შიგნით. ამისთვის ვუჭერთ ჭანჭიკებს პატრონაზე. ყველაფერი მზადაა. საჭიროა მხოლოდ შევუერთოთ სადენს და გავანათოთ. ასე ბუშტი გამოვა მსუბუქი და არ გართულდება მისი დაფიქსირება ჭერზე.

 

ასევე შეგიძლიათ ამ სტილით გააკეთოთ ორიგინალური ბრა საძინებლისათვის. ასეთ დროს პატრონას დაუმაგრდება პლასტმასის ან რკინის კუთხე. მისი საშუალებით ბრმა დაფიქსირდება კედელზე.

 

ასე გამოიყენება პატრონა მიმაგრებული კუთხით, რომელიც საშალებას მოგვცემს დავაფიქსიროთ ის კედელზე.

 

თქვენ ასევე შეგიძლიათ ძველ ჭაღს შეუცვალოთ პლაფონები და ჩაანაცვლოთ ახალი დეკორატიული ხელნაკეთით. თუ დააკრავთ მას მწვანე ფურცლებს, გამოვა მანათობელი ვაშლივით ან მსხალივით, ეს დამოკიდებული იქნება ბუშტის ფერსა და ფორმაზე.