საოჯახო საქმე

რჩევები

როგორ გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის

როგორ გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ეს ინსტრუქცია ეძღვნება პოპულარული გაზირებული სასმელების მოყვარულებს. ალბათ ყველა თქვენგანს აქვს გასინჯული კოკა-კოლა, სპრაიტი, ფანტა და სხვა გაზირებული სასმელები. ზოგიერთს ალბათ სმენია, ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ სასმელში შემავალი ქიმიური ნივთიერები შეიძლება იყოს გამოყენებული საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად და იხილეთ, წყურვილის მოკვლის გარდა რაში შეიძლება იყვნენ ისინი გამოსადეგარი.

 

საფეხურები

  1. 1
    ქიმიური შენაერთები ფანტაში, სპრატში, კოკა-კოლაში, პეპსიში, მიღებულია როგორც საკვები ნივთიერებები. ეს მჟავები აძლევენ სასმელს გემოს და ხანგრძლივი შენახვის საშუალებას. აქვე საყურადღებოა, რომ ეს მჟავები ახდენენ ზემოქმედებას ნადებზე, მაგ: წყლის ელექტრო ჩაიდანის ნადების გაწმენდას ისინი მრტივად შეძლებენ, არ აქვს მნიშნველბა ჩაიდნის მეტალის ნაწილშია ნადები თუ პლასტმასის. ასევე კოკა-კოლას ოჯახის წარმოამდგენელი გაზიანი სასმელების გამოყენებით შეიძლება ფაიფურის, შუშის და ემალირებული ზედაპირების გაწმენდა.
  2. 2
    კოკა-კოლის გამოყენება შეიძლება ასევე სანტექნიკაშიც. ჩაასხით 1 ლიტრი კოკა-კოლა უნიტაზში, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ის უნიტაზს გაასუფთავებს ნადებისა და ჟანგისგან. რა თქმა უნდა ასევე გამოდგება ნიჟარის გასასუფთავებლად. განსხვავებით სხვა ძვირადღირებული სანიტარული საშუალებებისა კოკა-კოლას არ აქვს სპეციფიკური ცუდი სუნი.
  3. 3
    ტანსაცმლიდან ლაქის ამოსაყვანად გამოდგება სპრაიტი ან სევენ აპ-ი. ამ სასმელებს არ აქვთ ფერის მიმცემი ზედმეტი დანამატები. იმისათვის, რომ იმოქმდოს სასმელმა და ამოიყვანოს ლაქა, საჭიროა ჩაალბოთ ლაქა 20 წუთის განმავლობაში. ის არ გაჯდება კარგად ტანსაცმლეში, შემდეგ კი შეძლებთ მანქანის გამოყენებით მარტივად გარეცხოთ ტანსაცმელი. ნუ შეგაშინებთ ის ფაქტორი, რომ სასმელი ტკიბილია, წყალში ის გაიხსნება და არ დაეტყობა ტანსაცმელს.
  4. 4
    გაზიანი შუშხუნა სასმელები კოკა-კოლის და პეპსის ოჯახიდან გამოირჩევიან კარგი ხსნადობით. სწორად ამ თვისების გამო მათი გამოყენება შეიძლება ფაჯრების შუშის, სარკის და მანქანის შუშების გასასწმენდათ (პარპრიზი, ფანჯრები, ფარის შუშა.) პირველად დაამუშავეთ გაზიანი წყლით, რომელიც გახსნის და რეაქციაში შევა ჩამჯდარ ჭუჭყთან, შემდეგ კი გაწმინდეთ სველი ნაჭრით, რათა მოიხსნას ჭუჭყი და მტვერი. შედეგს ნახავთ მალევე, შუშა დაიწყებს ბზინვას.
  5. 5
    რა თქმა უნდა, აქ მოყვანილი მაგალითები არ არის ჩვენი გამოგონილი. ბევრი დიასახლისი იყენებს გაზიან სასმელებს საყოფაცხოვრებო საქმეებში. სცადეთ თქვენც. აქვე გახსენებთ, რომ ზომაზე მეტად ტკბილი, გაზიანი სასმელების მიღება ნამდვილად არ არის კარგი თქვენი ჯანმრთელობისათვის.