როგორ მოვამზადოთ სპაგეტი სოკოთი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სპაგეტი სოკოთი

 

სოკო და ხახვი დავჭრად მსხვილად და მოვთუშოთ 5-7 წუთის მანძილზე.

 

პომიდორი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ამისთვის პომიდორი უნდა გავჭრად შუაზე და შუაგულებით გავხეხოთ, ბოლოს პომიდვრის კანები დაგვრჩება ხელში. დავამატოთ სოკოს მასას გახეხილი პომიდორი, ტომატპასტა, მარილი, ლიმონის წვენი, დაფქული წიწაკა, წვრილად დაჭრილი პეტრუშკა და რეჰანი, ვთუშოთ კიდევ 5 წუთის მანძილზე.

 

ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ სპაგეტი. გადაწურეთ დურშლატზე.

 

ამოიღეთ სპაგეტი თეფშებზე და დაადეთ ზევიდან სოკოიან-ტომატიანი სოუსი.