როგორ მოვადუღოთ მცენარეული ჩაი - rogor.ge

როგორ მოვადუღოთ მცენარეული ჩაი

 

მცენარეული ჩაის მომზადების ყველაზე მარტივი საშუალებაა - ფოთლების, ყვავილების და ნაყოფის დამატება ჩვეულებრივი ნახარშისათვის პროპორციით 1:3.

 

გარდა ამისა, მცენარეების მოდუღება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც. ამისათვის 1 ს/კ მშრალ ბალახს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ ჩაი გამოვიდეს უფრო გაჯერებული, მის მომზადებამდე საჭიროა ფოთლების დაქუცმაცება, ხოლო თესლის, ღეროების და ფესვების ცოტაოდენ წყალში (ჭურჭელი დახურული თავსახურით) მოდუღება.

 

ჩაის მომზადების ყველაზე რთული რეცეპტია სხვადასხვა ბალახების შერევა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოახდინოთ მათი კომბინირება და ჩაატაროთ მცირე ექსპერიმენტები. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, შეესაბამება თუ არა მცენარეები ერთმანეთს, აიღეთ ისინი ხელში, გასრისეთ ხელით და დაყნოსეთ. თუ მათი სუნი შეესაბამება ერთმანეთს, მაშინ ჩაიც გემრიელი გამოვა.

 

ჟასმინის ჩაის მოსამზადებლად აიღეთ ჟასმინის ფოთლები და შეურიეთ ისინი მწვანე ჩაის პროპორციით 1:5, დაუმეტეთ ცხელი, მაგრამ აუდუღარი წყალი და დააყენეთ 3-5 წუთის განმავლობაში (დროსთან ერთად ჩაი გახდება უფრო მწარე). ასეთ მცენარეულ ჩაის შეუძლია ნერვების დამშვიდება, შრომისუნარიანობის ზრდა და დაღლილობისგან გათავისუფლება.

 

ხენდროს ჩაის მოსამზადებლად, პირველ რიგში, მოადუღეთ შავი. შემდეგ დაუმატეთ მას ხენდროს რამდენიმე ფოთოლი, ბლენდერში დაქუცმაცებული ხენდროს რამდენიმე ნაყოფი, შაქარი და ლიმონის წვენი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და გააცივეთ. ასეთი ჩაის შეუძლია ძალიან კარგად დააკმაყოფილოს წყურბილის სურვილი.

 

მცენარეული ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 2 ს/კ მელისას დაქუცმაცებული ფოთლები და 1 ჩ/კ ლავანდას ყვავილები. დაასხით 0.5 ლიტრი ცივი წყალი და დატოვეთ 1 საათით. შემდეგ დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გაცერით და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით.

 

ვარდის ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 2 ს/კ ვარდის ფურცლები და 1 ჩ/კ გვირილას გამხმარი ყვავილები. დაასხით 0.5 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში. დალიეთ ცხელ მდგომარეობაში.

 

მოცხარის ჩაის მოსამზადებლად აიღეთ შავი მოცხარით 10 დაქუცმაცებული ფოთოლი, დაუმატეთ 0.5 ლიტრი ადუღებული წყალი და დატოვეთ დასაყენებლად 30 წუთის განმავლობაში. ასეთი ჩაი დაგეხმარებათ გაციების, საჭმლის მომნელებელი სისტემი დარღვევების და შეშუპების დროს.